ქართველ პოლიტიკოს ქალებს, როგორც ჩანს, ახალი გასართობი აქვთ. ისინი ღამ-ღამობით პოლიტიკურ სიზმრებს ნახულობენ და დილით ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით უყვებიან. ზოგადად, სიზმრებში არაერთი პარტიის ყოფილი წევრი და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ლიდერობს. გახსოვთ, ადრე ის ხან გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას ხედავდა ხოლმე სიზმრებში და ხან ნიკა მაჭუტაძის გმირობებს. ამჯერად ნატო ჩხეიძეს თვით მიხეილ სააკაშვილი დაესიზმრა. „სიზმრად ვიხილე მე გალავანი, ზედ ფრიალებდა დროშა ხუთჯვრიანი, ეს ნიშანია მეგობრებო, ნიშანი იმისა, რომ სააკაშვილი გაიმარჯვებს“ – წერს ჩხეიძე სოციალურ ქსელში. თუმცა, ფაქტია, რომ გაცილებით საინტერესო სიზმრებს ხედავს ნინო ბურჯანაძე. „მე ვუერთდები ოპოზიციური ერთობის გადაწყვეტილებას და ვტოვებ ქუთაისის
ვიცე-მერის პოსტს“ – ისე დამაჯერებლად წერს ბურჯანაძე, გეგონება, უკვე წლებია ამ პოსტზე მოღვაწეობდეს. ის ქუთაისის ვიცე-მერად ხატია დეკანოიძემ დაასახელა, რომელიც თავადაც ვერ გახდა ქუთაისის მერი. ასე რომ, სავარაუდოა, ქუთაისის ვიცე-მერის კაბინეტიც, ქალბატონმა ბურჯანაძე-ტეტჩერმა მხოლოდ სიზმრად იხილა და რეალობად ასაღებს. აქვე, მკითხველს ალბათ გაუჩნდება ლეგიტიმური კითხვა – რა სიზმარი ნახა ამ დროს ქართველი პოლიტიკოსი ქალების მედროშემ, თაკო ჩარკვიანმა? საინტერესოა რა თქმა უნდა, თუმცა ჩარკვიანის შემთხვევაში ასეთ კონკრეტულ სიზმარს ვერ მოვყვებით, რადგან მთელი მისი ცხოვრების გზა სიზმარია…