საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრისგან უაზრობების თქმას დიდი ხანია მიჩვეული ვართ. თუმცა, ნებისმიერი სისულელის რაღაც კონტექსტით გაშიფვრა მაინც შესაძლებელია ხოლმე. ამჯერად კი, ეკატერინე ტიკარაძემ იმდენად გაუგებარი წინადადება თქვა, ექსპრტები ამაოდ ცდიოლობენ მის გაშიფვრას და ამოხსნას, რისი თქმა სურდა ამით ჯანდაცვის მინიტრს? „საქართველოს ნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან, ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს“-განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. რა შუაშია ორ მწვანე პასპორტთან ქართული გენეტიკა და ვის რა უნდა უკვირდეს, თუ ამას ვინმე მიხვდებით, ძალიან გთხოვთ, ჩვენც გაგვაგებინოთ. (ნახეთ ვიდეო)