მაია ასათიანმა გიული ალასანიას სოლიდარობა, რატომღაც, ირინა ენუქიძის სახელითაც გამოუცხადა

მაია ასათიანმა გიული ალასანიას სოლიდარობა, რატომღაც, ირინა ენუქიძის სახელითაც გამოუცხადა

 

ზოგადად, შვილის სამუდამოდ დაკარგვა რომ ამ სამყაროში ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ამას ყველა აღიარებს. ამიტომაც, ვფიქრობთ, ადამიანს იმდენი უნდა შეეძლოს, რომ თავადვე არ აიძულოს საზოგადოება, რომ მის ამხელა ტრაგედიაზე ცოტა სხვანაირად ილაპარაკოს. ამის საფუძველს კი მართლაც იძლევა ცნობილი მიშისტი ტელესახე მაია ასათიანი. ის საკუთარ თავს რატომღაც მიშას სასტიკი რეჟიმის მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის დედის გვერდით აყენებს და აცხადებს, რომ ზუსტად იცის, როგორც მოიქცეოდა დღეს ირინა ენუქიძე. „შვილმკვდარ დედებს არ გვინდა სხვა ქალი ვნახოთ თავისი შვილის კუბოსთან, ჩვენ ეს გვაერთიანებს. ირინა ენუქიძე, დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით, მე ამისი მჯერა“ – ამბობს მაია ასათიანი და სამწუხაროდ, ვერ ხვდება, რომ რაც არ უნდა ერთნაირი იყოს ტრაგედია, მაინც სხვა არის, როდესაც შენი შვილისთვის არავის არაფერი დაუშავებია, ის მხოლოდ უეცარმა ვერაგმა სენმა შეიწირა და სხვა არის, როდესაც შენი ჯანმრთელი შვილი ვიღაც სადისტებმა სადღაც წაიყვანეს ძალის გამოყენებით, სასტიკად აწამეს და მხეცურად მოკლეს! ან, ხვდება კიდეც, მაგრამ შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი. ირინა ენუქიძე საკუთარი შვილის მკვლელის დედას გვერდით ნამდვილად არ დაუდგებოდა. სხვათა შორის, ენუქიძეს საკმაოდ ახლო ნათესავები ცოცხალი ჰყავს და მათ არც კი უფიქრიათ ჯალათისა და მისი დედის გვერდით დგომა. ირინა ენუქიძისთვის გიული ალასანიას გვერდით დგომა სამარცხვინო საქციელი იქნებოდა და ის არასოდეს იზამდა ამას. თუმცა, მაია ასათიანის ნაირი გარეწრებისთვის, ეს ალბათ, ძნელი გასააზრებელია. (ნახეთ ვიდეო)

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *