ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე შესვლამდე, ნაპროკურორალი მედიამენეჯერი ნიკა გვარამია ჟურნალისტებთან შეჩერდა და არსებული სიტუცია შეაფასა. მან განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომებს ეთანხმება და ემხრობა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ასეთივე ზომებს მიიღებენ, როდესაც დააპატიმრებენ ბიძინა ივანიშვილს. „კარგია, თუ უყურებს ახლა ამას ბიძინა ივანიშვილი, რადგან მინდა იცოდეს, რომ როდესაც ის თავად იქნება ქვეყნის ნომერ პირველი პატიმარი, მაშინაც უსაფრთხოების ზუსტად იგივე ზომები იქნება მიღებული, უბრალოდ მის მხარდასაჭერად აქ ამდენი ხალხი არ იდგება“ – განაცხადა გვარამიამ. პრინციპში ვეთანმხებით, რადგან თუკი მოხდა ისე, რომ ეს ჯალათები ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბიძინა ივანიშვილი დააპატიმრეს, დარწმუნებული ვართ, მაგდენ ხალხს კი არა, 10 კაცსაც არ მიაკარებენ სასამართლოს შენობას და ვინც მივა, ან მისვლის სურვილს გამოთქვამს, ყველას თავ-პირს დაალეწავენ, როგორც ამას 9 წელი აკეთებდნენ.