ირმა ინაშვილმა ირაკლი კობახიძეს „ავადმყოფი“ უწოდა, „ქართულ ოცნებას“ კი „მატყუარა და უზნეო გუნდი“

ირმა ინაშვილმა ირაკლი კობახიძეს „ავადმყოფი“ უწოდა, „ქართულ ოცნებას“ კი „მატყუარა და უზნეო გუნდი“

 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. კრიტიკის მიზეზი, ამჯერად იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები. მმართველი გუნდის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ მომავალი არჩევნებიც, შესაძლოა არ ჩატარდეს დაპირებული მხოლოდ პროპორციული სისტემით და მაჟრიტარების ინსტიტუტი, გარკვეული ფორმით კვლავ შენარჩუნდება. „მათ კვლავ უკან წაიღეს ქართველი ხალხის წინაშე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა თანდასწრებით დადებული პირობა მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, თუმცა, ეს არ მიკვირს, ეს რომ არის ყოვლად უზნეო, ყოვლად მატყუარა პოლიტიკური გუნდი, დიდი ხანია ეს ჩვენ გავიგეთ და დიდი იმედი მაქვს ქართველმა ხალხმაც გაიგო“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი გააღიზიანა კობახიძის ამპარტავნულმა ტონმა და ფრაზამ – „თუ პატარა პარტიები ჭკვიანად მოიქცევიან, ჩვენ გამოვიჩენთ კეთილ ნებას და გავიღებთ გარკვეულ საჩუქარს, განვახორციელებთ გარკვეულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამ მხრივ“ ინაშვილის თქმით, ეს არის ამომრჩევლის, ხალხის შეურაცხყოფა. „ტრაგედიაა, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, თავისი პარტია ჰგონია სახელმწიფო, ის პარტიას სახელმწიფოსთან აიგივებს. ეს კლინიკური შემთხვევაა, ჩვენ საქმე გვაქვს ავადმყოფებთან, ეს არ არის ჯანსაღი აზროვნება“ – ამბობს ირმა ინაშვილი.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *