ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოულოდნელმა გადადგომამ სხვადასხვა სახის მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეკატერიენ ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლა, ხან ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნას დაბრალდა, ხანაც ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს. გაიჟღრეა ვერსიამაც ჯანდაცვის მინისტრის პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების შესახებ. სწორედ ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების დროს, ტიკარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ ფარმაცევტულ სექტორს, ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე ფარმაცევტული სექტორი მკაცრად გააკრიტიკა და ქართველ მეაფთიაქეებს მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ხუთ და ათმაგად გაძვირებაში დასდო ბრალი. (ნახეთ ვიდეო)