შალვა რამიშვილის შეფასებით კოტე ყუბანეიშვილი „ჯიგარი და ძალიან ნიჭიერი პოეტია“

შალვა რამიშვილის შეფასებით კოტე ყუბანეიშვილი „ჯიგარი და ძალიან ნიჭიერი პოეტია“

ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ტელევიზიის, „პოსტივის“ შეფი შალვა რამიშვილი მიიჩნევს, რომ მიშა სააკაშვილის მეხოტბე კოტე ყუბანეიშვილი არის ნიჭიერი პოეტი და ჯიგარი ადამიანი. ამის და არაერთი მსგავსი შეფასებების ფონზე, გაურკვველია, მაშ, რაღად „ებრძვის“ რამიშვილის „ნაცებთან“ შერიგების პროცესს? გარდა ამისა, საინტერესოა, სად და რაში დაინახა შალვა რამიშვილმა კოტე ყუბანეიშვილის „ნიჭიერება“? სახალისო სტრიქონების გარითმვა ერთგვარი „კაფიების“ სტილში, არცთუ განსაკუთრებულ ნიჭს უნდა მოითხოვდეს და ამგვარად მართლა დიდი და ღირებული პოეტები ერთად შეკრებისა და „ბირჟაობის“ დროს უბრალოდ ერთობოდნენ ხოლმე. ლიტერატურაში ცნობილია, რომ მათ ასეთ გასართობს „ფუნაგორიები“ ეწოდებოდა და ეს არასოდეს არავის ჩაუთვლია დიდ „ნიჭიერებად“. თუმცა, შალვა რამიშვილი, როგორც ჩანს, ჯერაც იქ არის ჩარჩენილი, როდესაც 90-ანი წლების ბოლოს ჟვანია-სააკაშვილის გუნდი „ახალ ინტელიგენციას“ ჰმქნიდა და ყუბანეიშვილის ნაირ უნიჭოებს ხელოვნურად ატენიდა საზოგადოებას როგორც „ნიჭიერ ხელოვანებს“. თავად შალვაც, როგორც „ნიჭიერი მედიამენეჯერი“ სწორედ მაგ ტალღას მოჰყვა. შემდეგ კი, ბოლომდე მაინც ვერ დააგოიმა მიშა სააკაშვილი, ვერ მიიღო იმდენი ფინანსი რამდენიც სურდა და ციხეშიც ამოჰყო თავი. სამაგიეროდ, ახლა უკვე, შალვა რამიშვილი ბიძინა ივანიშვილს აგოიმებს წარმატებით და როგორც ჩანს, ნომერ პირველი ქართველი მილიარდერიც სიამოვნებით გოიმდება. (ნახეთ ვიდეო)

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *