კახა კუჭავას ხანმოკლე კარიერის და გადადგომის რეალური მიზეზების შესახებ

კახა კუჭავას ხანმოკლე კარიერის და გადადგომის რეალური მიზეზების შესახებ

ჩვენს გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯოგს ხელში ჩაუვარდა ვიდეოკადრები, როკელიც ააშკარავებს მიზეზს, რატომ გადადგა საქართველოს პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან ასე მოულოდნელად და ასე ხანმოკლე ვადაში.

საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ნომერ პირველ ოთხეულში მოსახვედრად, თურმე აუცილებელია ანტონიო ბანდერასის „პახოდკა“. როგორც აღმოჩნდა, მთაწმინდის პარკში გამართული შემოწმების დროს, ბანდერასის „პახოდკით“ წარმატებით გაიარეს ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ. ხოლო კახა კუჭავა, როგორც ვიდეოზე ხედავთ, მათ გვერდით ბატივით მობლაყუნობს. სწორედ ამიტომ, კუჭავას „ქართული ოცნების“ საუკეთესო ოთხულიდან წასვლა მოუწია და მის ადგილს შალვა პაპუაშვილი იკავებს, რომელიც, როგორც ამბობენ, უკვე მონდომებით ამუღამებს ანტონიო ბანდერასის „პახოდკას“. (ნახეთ ვიდეო)

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *