ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა დიდი სიამაყით გამოაქვეყნეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელსაც ოფიციალურად საქართველოს მხარდასაჭერი „ბილლი“ ეწოდება. განსაკუთრებულად თავმომწონედ, ეს საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მხარდამჭერმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს. ჟურნალისტების მტკიცებით, დოკუმენტი შეეხება სამხედრო სფეროში მხარდაჭერასა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში. თუმცა, როდესაც ტელეკომპანიებმა კადრში ეს დოკუმენტი აჩვენეს, ტექსტში დაკვირვებული თვალი შენიშნავდა დიდი ასოებით ჩაწერილ ფრაზას – „ლგბტ-ქიუ აქტივისტები“. როგორც ჩანს, რეჟისორ-ოპერატორ-ჟურნალისტი კარგად ვერ დააკვირდნენ კადრს და ეთერში დოკუმენტის სწორედ ის ნაწილი გაეპარათ, სადაც გეი-პროპაგანდის მხარდაჭერაზეა საუბარი. კარგია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთისგან ჩაგრულ ქართველ ხალხს, არავინ ეკითხება, რამდენად მისაღებია მათთვის გეი-პროპაგანდა, რაც, ფაქტია, „რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის“ საფარველით იფარება და ძალიან დიდი თანხებით ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რა შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას რუსეთთან ბრძოლის გაიგივება ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერასთან, ამას მომავალი გვიჩვენებს… ან, უკვე ვერაფერსაც ვეღარ გვიჩვენებს ჩვენი ქვეყნის მომავალი… (ნახეთ ვიდეო)