2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მომხმარებლები ნაკლებად განიცადიდნენ მობილური მავნე პროგრამების თავდასხმას, მაშინ როცა და საბანკო ტროიანელები გააქტიურდნენ. ამის შესახებ მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში მომხმარებელთა 0,67%-ს ემუქრებოდა მავნე მობილური საფრთხეები, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის მეორე კვარტალში 0,75%-ს შეადგენდა.
იმ მომხმარებელთა წილი, რომლებიც შეეჯახნენ საბანკო ტროიანელებს 2022 წლის საანგარიშო პერიოდისათვის გახდა 0,03%-ი, გასულ წელს კი მათი პროცენტული მაჩვენებელი 0,02% იყო.
რაც შეეხება მობილურ გამოსასყიდ ტროიანებს, მონაცემების დაშიფვრის მცდელობებს, შემდგომში გამოსასყიდის მოთხოვნით, მსგავსი რამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში და გასულ წელს საქართველოს მომხმარებლების მოწყობილობებზე არ დაფიქსირებულა.
ექსპერტების მიერ რეკომენდებული მობილური მავნე პროგრამებისგან დამცავი ზომების ნაკრები მოიცავს აპლიკაციების ჩამოტვირთვას მხოლოდ სანდო წყაროებიდან და მესამე მხარის წყაროებიდან პროგრამების დაყენების შესაძლებლობის გამორთვას მოწყობილობის პარამეტრებში, ასევე სისტემისა და აპლიკაციების მუდმივ განახლებას უახლეს ვერსიებზე. მიზანშეწონილია არ მიჰყვეთ საეჭვო ბმულებს და არ გახსნათ საეჭვო ფაილები SMS-ში, ელფოსტაში, მყისიერ მესინჯერებში, სოციალურ ქსელებში და ბრაუზერებში. ასევე, მობილურის მომხმარებლებმა არ უნდა გაუზიარონ პერსონალური და საბანკო მონაცემები ინტერნეტში საეჭვო პირებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამას „მომგებიანი“ შეთავაზებების საპასუხოდ „ითხოვს“. გარდა ამისა ნებისმიერი ტროას და სხვა მავნე პროგრამისგან თავის დასაცავად, უნდა დააინსტალიროთ საიმედო ანტივირუსი თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, რომელიც ხელს შეუშლის მათ მავნე საიტების ინსტალაციაში და მონახულებაში.