ელისაშვილ-ოისელიანის „პატიოსანი“ იმიჯი, შესაძლოა „კავეა სინემას“ სკანდალს შეეწიროს – “წმინდა ელისას” “დაკრიშული” ბიზნესი

ელისაშვილ-ოისელიანის „პატიოსანი“ იმიჯი, შესაძლოა „კავეა სინემას“ სკანდალს შეეწიროს – “წმინდა ელისას” “დაკრიშული” ბიზნესი

ბოლო დღეებში, კინომოყავრულთა დიდი აღშფოთება გამოიწვია ინტერნეტიდან სხვადასხვა უკვე პოპულარული თუ ახალი ფილმების გამავრცელებელი საიტების გათიშვამ. გაითიშა აბსოლუტურად ყველა ე.წ. „პირატული“ საიტი და მათ შორის ყველაზე პოპულარული „აჭარანეთი“. სამაგიეროდ, ჩაირთო ახალი საიტი „კავეა+“, სადაც მომხმარებელს ნაწილობრივ უფასო და ნაწილობრივ ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. უკმაყოფილება ძალიან დიდია და პირდაპირ რომ ვთქვათ, „კავეას“ ფეისბუქ-გვერდზე არსებული კომენტარების 90 პროცენტი პირდაპირი და უხამსი დედის გინებაა მათი მისამართით, თუმცა „კავეას“ გვერდის მოდერატორები ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ და კომენტარების ავტორები ან დააიგნორონ, ან რაღაც მდარე „სარკაზმით“ გაჯერებული პასუხები გასცენ. ასეა თუ ისე, ჩვენი ინტერესი ამ წუთს კავეას მოდერატორის სარკასტული უნარები არ არის. საქმე ისაა, რომ მომხმარებელთა შეტევის კვალობაზე პირდაპირ გამოიკვეთა ვინ „კრიშავს“ „კავეას“ და ვის ინტერესშია ყველა კონკურენტის ჩამოშორება და ბაზარზე მონოპოლიის მოპოვება. ეს ადამიანები გახლავან ხალხის თვალში მუდამ „უპოვარის“, უფულოს, საცოდავის და ღარიბის იმიჯის გაკეთებაზე მზრუნველი ალეკო ელისაშვილი და მისი პარლამენტარი მეგობარი ლევან იოსელიანი. ზოგადად „კავეას“ კინოთეატრები რომ მათი ბიზნესი იყო, აქამდეც იცოდა საზოგადოების ნაწილმა, თუმცა ამჯერად, ალეკო ელისაშვილის ფეისქბუქ-გვერდმა ოფიციალურად დაიწყო „კავეას“ პროპაგანდირება, რითაც ელისაშვილმა უკვე ღიად დაადასტურა მისი, როგორც პარლამენტარის ინტერესები „კავეას“ საქმეში. გვერდის ადმინები წერენ, რომ „დადგა დრო ევროპული არჩევანისა და ქართულმა საზოგადოებამ მოპარული ფილმები უნდა დაივიწყოს და ლიცენზირებულ პროდუქტს შეეჩვიოს“. ვერაფერს იტყვი, მონოპოლიიის მოპოვების მცდელობის „გაპრავებისთვის“ მშვენიერი საბაბია, თუმცა „წმინდა“ ელისაშვილი ყოველთვის იმას ღაღადებდა, რომ მოსახლეობას ჯერ ელემენტარული ყოფითი პრობლემები უნდა მოუგვარდეს და მხოლოდ მერე უნდა გადავიდეს მთავრობა და ხელისუფლება სხვა ტიპის ევროპულ ღირებულებებზე. აქედან სამი ვარიანტი გამოდის 1. – ელისაშვილს მიაჩნია, რომ კინო და ინტენეტში ფილმების ყურება პირველადი საჭიროების ყოფითი პრობლემაა 2. – ის ყოფითი პრობლემები უკვე მოგვარებულია და ელისაშვილი „სხვა“ პრობლემების მოგვარებაზე გადავიდა. 3. – ელისაშვილის ნათქვამი პოპულისტური ფრაზები ეხება მხოლოდ სხვებს, მაგრამ როცა მისი და მისი ძმაკაცის პირად კეთილდღეობასა და შემოსავლებზეა საუბარი, ელისაშვილს უკვე ღირებულებები ეცვლება… ამ სამიდან, რომელია თქვენთვის უფრო მისაღები, თავად გადაწყვგიტეთ. 2024 წლის არჩევნებისთვის კი, „წმინდა ელისა“ ალბათ ისევ დაიწყებს „ძველი ვოდევილის“ დადგმას, როგორი პატიოსანია, როგორი უფულო, როგორი უბიზნესო და როგორი უანგაროდ შეყვარებული ხალხსა და სამშობლოზე. არადა, სკანდალი იმდენად მზარდია და „კავეას“ მიმართ პოტენციური „ამომრჩევლის“ განწყობა იმდენად აგრესიულია, რომ ალეკო ელისაშვილის სახელის ამ ამბავში ასე ღიად დაფიქსირება, „წმინდა ელისას“ ისედაც შელახულ იმიჯს, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაასამარებს.

“წმინდა ელისამ” პოტენციური ამომრჩეველი გაანაწყენა
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *