“ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” სტუმრობისას, ირმა ინაშვილმა ტელეეთერით პირადად ბიძინა ივანიშვილს მიმართა. “ბატონო ბიძინა, კობახიძის და ნაცების ამარა დაგვტოვეთ, აი, ამ ორმოში დაგვტოვეთ, ეს არის თქვენი გამარჯვებული და ამაყად წასვლა? ამ იწილო-ბიწილოში, მე შენ ამას დაგითმობ, შენ მე ის დამითმე, ხალხი ყველას ავიწყდება. მე ასეთი საქართველოს არ ვხედავდი ბატონო ბიძინა, მე სხვა საქართველოსთვის ვიბრძოდი და სხვა საქართველოსთვის მინდოდა პოლიტიკაში ყოფნა” – განაცხადა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში სტუმრობისას.