ირაკლი ღარიბაშვილი – „დანაშაულის ჩამდენი პირი პოლიტიკოსია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს“

ირაკლი ღარიბაშვილი – „დანაშაულის ჩამდენი პირი პოლიტიკოსია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტების ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა „პოლიტიკოსი პატიმრების“ ციხიდან გამოშვების საკითხს. ღარიბაშვილის პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო – „

“პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, დავიჭიროთ, ან გამოვუშვათ ვინმე”

რაც შეეხება კითხვას, როგორც თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკოსი პატიმრობის ციხიდან გაშვების შესახებ, პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ დავიჭიროთ ან გამოვუშვათ ვინმე. თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ჩემი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის, გამოუშვებს ვინმეს თუ არა სასამართლო“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში დაცულია სასამართლოს უზენაესობა და სწორედ სასამართლოს გადასწაყვეტია გაუშვას ვინმე პატიმრობიდან, თუ დატოვოს საპატიმროში.

Share

One thought on “ირაკლი ღარიბაშვილი – „დანაშაულის ჩამდენი პირი პოლიტიკოსია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს“

  1. ამათ ფეხიც სამოთხეში უნდატ და თავიც ეგრე სად არის ბაბუ. დაშავე დაჯექი არ გინდა ჯდომა გადიხადე და გამოდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *