გოგი წულაია მეგობარ ქალზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

გოგი წულაია მეგობარ ქალზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქტიური წევრი და თავისებური პოლიტიკური პერფორმანსებით ცნობილი გოგი წულაია, საპატრულო პოლიციამ დააპატიმრა. როგორც გაირკვა, მას მეგობარი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მედიაში დასახელდა ამ ქალბატონის ვინაობაც. ასმათ დვალიშვილი აცხადებს, რომ ის უკვე წლებია მეგობრობს გოგი წულაიასთან, თუმცა მათ შორის არასოდეს ყოფილა რაიმე ურთიერთობა, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის. 42 წლის

ქალბატონის თქმით, ძალადობის მცდელობისას პოლიტიკოსი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

ქალბატონი აცხადებს, რომ მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობისას პოლიტიკოსი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. დვალიშვილის მტკიცებით მას სხეულზე მრავლობითი დალურჯებები და ძალადობის დამადასტურებელი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ეტყობა. მისი ვარაუდით, წულაიასთვის ეს ქალზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ იქნებოდა. დაზარალებული აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს რამე აპატიოს მოძალადე მამაკაცს.

მომხდარეზე კომენტარს აკეთებენ ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები. მათი თქმით, არ არის გამორიცხული მომხდარი ბერა ივანიშვილს უკავშირდებოდეს. კერძოდ, გიგა შუაშიანიას აზრით, ეს არის გოგი წულაიას წინააღმდეგ განგებ დადგმული სპექტაკლი და შურისძიება იმისათვის, რომ პოლიტიკოსმა რამდენიმე დღის წინ ტელეეთერით ბერა ივანიშვილს საჯაროდ აგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *