ახალი გარემოებები – ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა ფიზიკური ზეწოლა პირდაპირი გაგებით განახორციელეს

ახალი გარემოებები – ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა ფიზიკური ზეწოლა პირდაპირი გაგებით განახორციელეს

ნიუტონის კანონების გარდა მას ძალდატანებით წაუკითხეს ფიზიკის სხვა დებულებებიც

(ირონიუსი!) „ბიესინფო”-სთვის ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მოხდარი თავდასხმის ჯერაც უცნობი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, აქამდე მაყურებლის, მსმენელის თუ მკითხველის დაბნეულობას იწვევდა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტი წესიერად და გარკვევით ვერ აღწერდა თუ რა სახის ზეწოლა მოხდა მასზე. სანაის მტკიცებით, მასზე ნამდვილად მოხდა ფიზიკური ზეწოლა, ოღონდ დაწვრილებითი გამოკითხვის დროს, ჟურნალისტი ამბობდა, რომ მისთვის არც ხელი დაურტყამთ, არც ფეხი და არც რაიმე საგანიმით უმეტეს. მაშ, როგორღა მოხდა სანაიაზე ფიზიკური ზეწოლა? ამის ასასხნელად, ჟურნალისტმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სპეციალური გადაცემაც კი შემოგვთავაზა, სადაც ავტომობილის ვიდეორეგისტრატორით გადაღებული კადრები გვანახა და ყოველ მესამე სიტყვაში გვიმტკიცებდა – აი, აქ მოხდა ჩემზე ფიზიკური ზეწოლა, აი, აქ მოხდაო!

სინამდვილეში კი, კადრებში მხოლოდ ის ჩანდა, როგორ უსრიალებთ ფეხი ყინულზე უცნობ მამაკცაბეს და როგორ სასაცილოდ იკავებენ თავს რომ არ წაიქცნენ, თან ვახო სანაიას მისამართით ხელებს იშვერენ. თუმცა, ჩვენი ძალიან დაკვირვებული კორესპონდენტი მაინც ჩაუჯდა წარმოდგენილ ვიდეომასალას და იპოვა კიდეც რასაც ეძებდა. ის უფრო დაკვირვებით ჩაუჯდა იმ მომენტს, სადაც ვახო სანაია ყველაზე დიდი დაჟინებით გაიძახის – აი, ნახეთ, თუ კარგად დააკვირდებით აქ ახდენენ ჩემზე ფიზიკურ ზეწოლას, მე მანქანაში ჩავჯექი, ისინი კი მანქანის ფანჯარასთან მოვიდნენ და ფიზიკურ ზეწოლას ახდენენო! ერთი პირობა კი გაუკვირდა ჩვენს დაჟინებულ კორესპონდენტსაც, მანქანის დახურული ფანჯრიდან როგორ უნდა მოახდინოს ვინმემ ფიზიკური ზეწოლა მანქანაში მჯდომზე? მაგრამ როდესაც კარგად დააკვირდა, დაინახა, რომ ფანჯარაზე მიმდგარ მოძალადეს ხელში მერვე კლასის ფიზიკის წიგნი ეჭირა და ვახო სანაიას ფანჯრის გარედან ხმამაღლა და დაჟინებით უკითხავდა ნიუტონის მეორე და მესამე კანონებს! როგორც დავადგინეთ, ვახო სანაიას სკოლაში ძალიან არ ჰყვარებია ფიზიკა. მოძალადემ წინასწარ შეიტყო ამის შესახებ და განგებ ახდენდა ჟურნალისტზე აუტანელ ფიზიკურ ზეწოლას პირდაპირი გაგებით. სწორედ ამას გულისხმობს, თურმე სრულიად უვნებელი ვახო სანაია, როდესაც დაჟინებით გვიმტკიცებს, ჩემზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინესო. ჩვენ საიდუმლოდ ისიც გავიგეთ, რომ მოძალადეს ვახოსთვის ნიუტონის კანონების გარდა, მექანიკის ოქროს წესი და ენერგიიის მუმდმივობისა და გარდაქმნის კანონიც წაუკითხავს სასტიკი ძალდატანებით, აღარფერს ვამბობთ თბორეგულაციის, ელექტრომაგნიტური ამპლიტუდებისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვა საშინელი ფაქტების შესახებ, რომლებმაც ისე იმოქმედა საწყალ ჟურნალისტზე, რომ მას ამაზე საუბარი, უბრალოდ, არ შეუძლია.

Share

One thought on “ახალი გარემოებები – ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა ფიზიკური ზეწოლა პირდაპირი გაგებით განახორციელეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *