პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალინდელ შეხვედრაზე საკითხების განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება და შეთანხმება მიიღწევა.
„საინტერესო დისკუსია შედგა დღეს, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის რაღაცებზე პოზიციები უკვე იყო შეჯერებული, თუმცა გრძელდება სხვა საკითხების განხილვა და იმედი გვაქვს, რომ ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, შესვენებაც გვქონდა შუაში, ყველა საკითხი ვერ ამოვწურეთ, ხვალ გაგრძელდება განხილვა და ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დასრულდება პროცესი. ჩვენ გვქონდა ასევე დამატებითი შეხვედრები, გაგრძელდა ეს შეხვედრები, კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ხვალ წარმატებით დასრულდება.
მეტი კონკრეტიკა იქნება სავარაუდოდ ხვალ, რადგან წინაზეც იყო ინფორმაცია, რომ ბატონი დანიელსონი მიდიოდა, მაგრამ მერე შეიცვალა, ახლა არ გავუსწრებ მოვლენებს, ანუ ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები. შევხედოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი, ხვალ დამატებით საკითხებზე ვისაუბრებთ, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.