(ირონიუსი!) ამ წუთებში ბაია პატარაიას ოფისიდან წივილ-კივილის ხმა გამოდის. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, მას შემდეგ რაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა, პატარაიას სიმწრისგან ლოყები დაებერა, ვენები ამოებურცა და თმა გაუჭაღარავდა, ატეხა ისტერიკული წივილი და დალეწა საოფისე აპარატურა, ისროლა სკამი, რომელიც იქვე მჯდომ ახალგაზრდა ქალ ჯემალიკოს მოხვდა, საბედნიეროდ მას დაზიანება არ მიუღია.
ადგილზე იმყოფებიან: “აგრესიულ ლიბერალთა კავშირის” პრეზიდენტი დოდო ქაჩალაშვილი, მებრძოლ ტრანსგენდერთა ლიგის თავმჯდომარე ივდით ქოიავა, დაუცხრომელი ცირა, ცხარე ევგენია, ცალტვინა როზა, უფურჩქნავი მიმოზა და ნახევარი სულხანა. სიტუაციის განმუხტვას ნატა ფერაძე ცდილობს, რომელიც ფურისულების დამამშვიდებელ ჩაის უმზადებს და პარალელურად, ნიკოლოზ ბასილაშვილს მოუწოდებს, დათმოს ტიტული და გადაარჩინოს ქვეყანა.
ადგილზე მიემართებიან ნანუკა ჟორჟოლიანი და ნიკა გვარამია. ამერიკის საელჩო ამ ეტაპზე დუმს!!!