ახალციხეში მომხდარი შემთხვევის გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი გართლება, რაც ახალციხელ ექთანს დაემართა, ვაქცინაციის დროს მილიონიდან ერთ შემთხვევაში ხდება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აცრის შემდეგ ექთანი თავს კარგად გრძნობდა და მან ტელეეთერით განცხადებაც გააკეთა, სადაც მოსახლეობას და კოლეგებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა. 27 წლის ექთნის მდგომარეობა ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის შემდეგ დამძიმდა და მალევე უკიდურესად გაუარესდა. ამჟამად ექთანი ხელოვნურ სუნთქვაზეა. იგი კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანა. აღსანიშნავია, რომ მასაქამდე არასოდეს გამოვლენია რაიმე მედიკამენტზე ალერგიული რექცია. ექიმები იმედოვნებენ, რომ შესძლებენ ახალგაზრდა ექთან სიცოცხლე შეუნარჩუნონ.