გიგი უგულავა და ნიკა გვარამია მზად არიან საჯაროდ გაიკეთონ ვაქცინაცია – „აცრები უნდა გადარჩეს“

გიგი უგულავა და ნიკა გვარამია მზად არიან საჯაროდ გაიკეთონ ვაქცინაცია – „აცრები უნდა გადარჩეს“

ახალციხეში მომხდარ ტრაგიკულ ამბავს ერთი და იმავე პათოსით გამოეხმაურნენ თბილისის ყოფილი მერი, პოლიტიკოსი გიგი უგულავა და ყოფილი პროკურორი, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 27 წლის ექთნის გარდაცვალება ვაქცინაციის შედეგად, რა თქმა უნდა უდიდესი ტრაგედიაა, თუმცა ამის გამო

“სიმბოლურად, ახალციხეში, იმავე კლინიკაში ჩავიტარებ ვაქცინაციას”

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები არ უნდა შეწყდეს – ეს ის იშვიათი შემთხვეაა, როცა უგულავა-გვარამიას და საქართველოს ხელისუფლების თვალსაზრისი ერთმანეთს ემთხვევა.

ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ისიც დაწერა, რომ ის მზად არის სიმბოლურად სწორედ ახალციხეში და სწორედ იმ კლინიკაში აიცრას, სადაც ვაქცინა აწ გარდაცვლილ ექთანს გაუკეთდა. „ახალციხეში არასოდეს ვყოფილვარ და, თან, დავათვალიერებ კიდეც“ – წერს ყოფილი პროკურორი. გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ ის მზადაა ვაქცინაცია ჩაიტაროს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც ეტყვიან, თანაც საჯაროდ, ტელეკამერების წინ. „მთავრობავ! თქვენ ეს არ შეგიძლიათ და ამიტომ მიგვიშვით მოხალისეები. ჩვენ გადავარჩენთ აცრების პროცესს საქართველოში“ – ამბობს დედაქალაქის ყოფილი მერი.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *