სასამართლომ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, სკანდალური გამონათქვამებით ცნობილ გოგი წულაიას აღმკვეთ ღონისძიებად ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი დღეს გამოცხადდა და მან წულაიას ადვოკატებისა და ახლობლების, ასევე პოლიტიკური თანამოაზრეების აღშფოთება გამოიწვია. გამოითქვა ვარაუდი, რომ გოგი წულაიას დაპატიმრება დაკავშირებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ახალ გეგმებთან და იმასთან რომ მარგველაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. როგორც ამბობენ, სწორედ გოგი წულაია უნდა ყოფილიყო გიორგი მარგველაშვილის ახალი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრი და ის სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში. თუმცა, ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ის დააპატიმრეს და იზოლატორში გადაიყვანეს. თავად მარგველაშვლი კონკრეტულად წულაიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მისი გააქტიურება აშკარაა. გიორგი მარგველაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში სახეზეა დემოკრატიის თვალნათელი უკუსვლა და მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას დაუყოვნებლივ ჩაერიოს ამ პროცესის შეჩერებაში.
„მე 3 წლის წინ მივმართე აშშ-ს კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების თხოვნით და ის მაშინ ანგარიშში შეიტანეს. ეს აქტი დემოკრატიის დაცვისა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. ახლა ველოდები საქართველოს შესახებ მოსმენას სენატის შესაბამის ქვეკომიტეტში მარტის ბოლოს. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას რას და როგორ ვიმოქმედებ“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
წულაიას გარემოცვის თქმით, მარგველაშვილის სწორედ ამ აქტივობებთან არის დაკავშირებული პოლიტიკოსის დაპატიმრება, ის უდანაშაულოა და მას პროვოკაცია მოუწყვეს. შეგახსენებთ, რომ სამართალმდამცველებს გოგი წულაიას დიდი ხნის ნაცნობმა და მეგობარმა ქალბატონმა მიმართა და პოლიტიკოსს მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მცდელობაში დასდო ბრალი.
მკვდარი მკვდარს აეკიდაო რა