ერთმა მიშამ – ტოროლა კი არა ტოლმა ვთქვიო, მეორე მიშამ – ბოდიში მთვრალი ვიყავიო

ერთმა მიშამ – ტოროლა კი არა ტოლმა ვთქვიო, მეორე მიშამ – ბოდიში მთვრალი ვიყავიო

(ირონიუსი!) ბოლო პერიოდში გახშირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა და ლიდერთა მხრიდან ევროსასამართლოს, ევროკავშირის, სხვა ევროპული სტრუქტურებისა და მთლიანად ევროპის აგდებულად და უხამსად მოხსენიება. ექსპერტებს, ყოვლად დემოკრატიული, ჰუმანური, ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების განსაკუთრებით პატივისმცემელი „ნაცებისგან“ ასეთი საქციელი და ლაპარაკი ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გაირჯვა და თავის ადგილზე დალაგდა. როგორც აღმოჩნდა, „ნაცები“ ევროპას, უბრალოდ ზედმეტი სიყვარულისგან აგინებენ. აი, როგორც, საყვარელ ცოლს რომ მიაგინებს ხოლმე ზოგიერთი გაქსუებული ქმარი – უხ, როგორ მიყვარხარ შე დედამოდღნულოო! – აი, მასე…

ტოროლა არ მითქვამს, ტოლმა ვთქვი, იმიტომ, რომ ტოლმა შალახოს მაგრად უხდებაო

ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი დაუკავშირდა ევროპის ბოლო დროის ორ ყველაზე გამორჩეულ მაგინებელს, ორ მიშას – სააკაშვილს და მშვილდაძეს. ზოგადად ამ ორ პიროვნებას ბევრი არმ აქვს საერთო. ორივეს რომ მიშა ჰქვია, ეგ ერთი, გარდა ამისა, ორივე ევროპას აგინებს და ქართველი ხალხი ორივეს, მოფერებით „დორბლიანს“ ეძახის.

სწორედ ამ ორმა დორბლიანმა მოიხსენია ევროპა აუგად მას შემდეგ, რაც „ნაცებბა“ „ქოცებთან“ ევროპელების შუამდგომლობით მოლაპარაკების პროცესში მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს. მიშა სააკაშვილმა ევროპა „ტოროლად“ მოიხსენია, თუმცა ჩვენს არც ისე კორესპონდენტთან საუბარში მან ახსნა, რომ მაყურებელმა არასწორად გაიგო მისი ნათქვამი. სინამდვილეში „ტოროლა“ კი არა „ტოლმა“ ვთქვიო – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. უბრალოდ მე ხომ ძირითადად ვბლუყუნებ ხოლმე და ამიტომ ხალხმა „ტოლმა“ „ტოროლად“ გაიგოო.“ევროპა არა ტოლმა“ – ეს იმიტომ ვთქვი, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხომ „შალახოს“ ცეკვის ფონზე მოვაწერეთ ხელი და „შალახოს“ კიდე ტოლმა მაგრად უხდებაო. სააკაშვილმა კიდევ ბევრი იბოდიალა, მაგრამ ჩვენს არც ისე სპეციალური კორესპონდენტს ნერვებმა უმტყუნა და სკაიპი გაუთიშა.

შედარებით მოკრძალებული იყო ჩვენს არც ისე სპეციალურ კორესპონდენტთან საუბარში მიშა მშვილდაძე. კითხვაზე, თუ რატომ აგინა მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ დედისტრაკი სტრასბურგის სასამართლოს? ან რატომ აგინა, ახლა, ნაც-ქოცების მოლაპარაკების ჩავარდნის შემდეგ ევროპის ყველა განვითარებული ქვეყნის მთავრობას? მშვილდაძემ გულახდილად უპასუხა – „რავი, ბევრს რომ დავლევ ხოლმე, ეგეთი ჩვევა მაქვს, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს იმას ვაგინებო“.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *