მამუკა მდინარაძე – „პარადოქსია, პოლიტპატიმარს უწოდებენ ადამიანს, ვისაც შეუძლია დღესვე დატოვოს ციხის საკანი“

მამუკა მდინარაძე – „პარადოქსია, პოლიტპატიმარს უწოდებენ ადამიანს, ვისაც შეუძლია დღესვე დატოვოს ციხის საკანი“

პარლამენტარმა მამუკა მდინარაძემ პარადოქსი უწოდა იმ ფაქტს, რომ გარკვეული პოლიტიკოსები და გარკვეული წრეები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პოლიტპატიმარს უწოდებენ. მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არც ჰყოლია და არც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. პარლამენტარმა განაცხადა, რომ არასწორია, როდესაც პოლიტპატიმარს უწოდებენ იმ ადამიანს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, როცა უნდა, საკუთარი ნებით, გადაიხადოს გირაო და დატოვოს ციხის საკანი. მდინარაძემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და მას „ხელოვნურად“ შექმნილი უწოდა. თუმცა, დასძინა, რომ კრიზისი ხელოვნური იქნება თუ ბუნებრივი, მაინც ყველა შემთხვევაში მოსაგვარებელია. მან წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და პანდემიით გამოწვეული კრიზისი ერთმანეთს დაემთხვა.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *