გიგი უგულავა – მაისში ჩვენს აქციაზე უფრო მეტი ხალხი მოვა, ვიდრე თმა აქვს თავზე ირაკლი კობახიძეს!

გიგი უგულავა – მაისში ჩვენს აქციაზე უფრო მეტი ხალხი მოვა, ვიდრე თმა აქვს თავზე ირაკლი კობახიძეს!

ეგრეთ წოდებულმა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ არაერთხელ დაანონსებული და შემდგომ ჩავარდნილი „გრანდიოზული საპროტესტო აქცია“ ამჯერად 15 მაისისთვის დააადნონსა.

„შიში დაძლეულია, ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას”- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

გიგი უგულავას განცხადებით, 2 თვე უკომპრომისო იქნება.

“გამოეფინებიან სუსის დრონები და შნირები სოფელ-სოფელ, ხოლო კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას”

„ ეს ორი თვე იქნება უკომპრომისო, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მთელი სუს-ის „შნირობა“ გამოეყრება და სოფელ-სოფელ ჩვენს კვალზე ივლის, რომ ადამიანები შეაშინოს. მერწმუნეთ, შიშის მომენტი აღარ არის, შიში დაძლეულია. ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას, იმიტომ, რომ ხალხი უფრო მეტი იქნება, ვიდრე მის თავზე თმა“-აცხადებს უგულავა.

გიგი უგულავამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმზებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ“.

„მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა არის ერთადერთი გამოსავალი. მხოლოდ გააქტიურებით და მოძრაობით შევძლებთ დავანიშნინოთ, ვაიძულოთ ივანიშვილი წამოვიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ. ამიტომ, ერთადერთი ლოზუნგი, რაც შეიძლება ამ დღეებში, ამ თვეებში, ჩვენს წინ და უკან ეწეროს, არის – მოძრაობა საქართველოსთვის. მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეით, ერთი ნატვრით, რომ საქართველო გავიდეს განვითარების გზაზე. საქართველოს და განვითარების გზას შორის დგას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დიახ, ჩვენ გვინდა ეს ხალხი გვერდზე გავწიოთ, საქართველოს წინ სჭირდება მოძრაობა“-აცხადებს უგულავა.

 

Share

2 thoughts on “გიგი უგულავა – მაისში ჩვენს აქციაზე უფრო მეტი ხალხი მოვა, ვიდრე თმა აქვს თავზე ირაკლი კობახიძეს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *