(ირონიუსი!) მას შემდეგ რაც მგზნებარე ქართველი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე იმდენად აღარ აქტიურობს, ფაქტია, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ე.წ.

„გაერთიანებულ ოპოზიციას“ ძალიან გუაჭირდა რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან ეფექტიანი ბრძოლა. რას მივაწეროთ მგზნებარე „მაჭუტას“ ასეთი გაუჩინარება? როგორც ჩანს, ის უბრალოდ გადაიღალა და ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტა. თუმცა, „ნაცები“ რა თქმა უნდა ასეთ მძიმე დანაკლისს ცოტა ხნითაც ვერ
აიტანდნენ და დღეს მათ საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც
ერმა და ქვეყანამ „ნიუ მაჭუტა“ უწოდა და სწორედ მასზე ამყარებს მთავარ იმედებს ტანჯული ქართველი. ეს გახლავთ ვინმე თაზო დათუნაშვილი და თუ მის მგზნებარე სიტყვას ტელევიზორში გადახვევის რეჟიმის გამოყენებით მოუსმენთ, აღარ დაგრჩებათ კითხვა, თუ რატომ შეადარა იგი ერმა და ბერმა ლეგენდარულ ნიკა მაჭუტაძეს?
„გვრჩება ერთადერთი გზა – საყოველთაო წინააღმდეგობა! საყოველთაო პროტესტი!“ – შეჰბღავლა აქციაზე შეკრებილ ბევრიათასხუთასმილიონ მოპროტესტე ადამიანს მან და ამით კვლავ ჩაუსახა იმედი ბედკრულ საქართველოს, რომ მაჭუს და თაზოს მშობელი ერი არასოდეს დაიჩოიქებს რუსი ოლიგარქის ფერხთით!
ეღირსებაო ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა! წინ, ქართველებო!
ნიუ მაჭუტას ბღავილიღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის :))))