გიორგი ვაშაძე შარლ მიშელის პრესტიჟს არავის შეალახინებს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“

გიორგი ვაშაძე შარლ მიშელის პრესტიჟს არავის შეალახინებს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლება-ოპოზიციის ევროშუამდგომლობით გამართული მოლაპარაკებებიდან ყველაზე უფრო უცნაური შთაბეჭდილებებით გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, მის გარდა არც ერთ სხვა ოპზიციონერს არ განუცხადებია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი მოქმედებებით ევროპელი დიპლომატის, შარლ მიშელის სახელს და პრესტიჟს აზიანებს.

“ევროპულმა მხარემ იმდენად არასამართლიანად ჩათვალა ხელისუფლების პირობები, რომ ეს საკითხი არც კი დაძრულა”

„ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ძალიან ცუდად გამოიყენეს შარლ მიშელის სახელი ამ მოლაპარაკებებში და ამით დარტყმა ჩვენს ევროპულ პერსპექტივასაც მიაყენეს“ – განაცხადა ვაშაძემ. საქმე ისაა, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი საერთოდ არ მოსულა. ევროპულმა მხარემ იმდენად არასამართლიანად და ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ ჩათვალა ხელისუფლების მიერ დაყენებული პირობები, რომ ეს საკითხი არც კი დაძრულა“ – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

რატომღაც, თავად შარლ მიშელს სულაც არ შეუმჩნევია, რომ ვინმე მის სახელს ცუდად იყენებს, მაგრამ გიორგი ვაშაძე მაინც თავგადადებით ამტკიცებს, რომ ის არავის მიცემს უფლებას ცუდად გამოიყენოს და პრესტიჟი შეულახოს ევროპელ დიპლომატებს საქართველოში.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *