შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ თანამდებობა სკანდალურად დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, „ნოდარ მელაძის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა“ ეთერში გაუშვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საეჭვო ვითარებაში გამოტანილი აუდიო, ვიდეო და ფოტო ჩანაწერები. საბანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა – „ვფიქრობ, რომ მედიაში წარმოდგენილ ფაქტებს სჭირდება შესწავლა. შეაბამისად უნდა ჩატარდეს სრულოყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზხრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას. ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისთვის საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში, იმოქმედოს პასუხიოსმგებლობის მაღალი სტანდარტით“ – აცხადებს საბანაძე.
საბანაძის ამ განცხადების სწორედ ის მონაკვეთი, სადაც ის „ყველა თანამდებობის პირს“ ახსენებს, აჩენს ეჭვებს, რომ ის აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობს. აკი, მასზეც გავრცელდა ანალოგიური ფარული ჩანაწერები, მაგრამ ღარიბაშვლს თანამდებობის დატოვენა არც კი უფიქრია.
ზოგადად, ძალიან საეჭვოა, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რატომ მიიჩნევს ნოდარ მელაძის მიერ ეთერში გაშვებულ უკანონო გზით მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს „საზოგადოებაში გაჩენილ ობიექტურ კითხვებად“? ან კიდევ, მიშა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც ის ასევე საკმაოდ საპასუხისმგებლო და მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მაშინ რატომ არ მიიჩნია მედიით გავრცელებული არაერთი სიუჟეტი და ფარული ჩანაწერი „საზოგადოების ობიექტურ კითხვებად“?
ეს ყოველივე, აშკარად ჰგავს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას. მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ ერთიმეორის მიყოლებით გადადგნენ სწორედ ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული ის თანამდებობის პირები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყვნენ დაწინაურებული, და რომლებიც შემდეგ გიორგი გახარიამ ისევ ამოწია და მაღალ თანამდებობეზე დასვა. იგულისმხება ნათია მეზვრიშვილი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, კახა საბანაძე… ვინ იქნება შემდეგი? როგორც ჩანს „გახარიას კადრების“ წმენდა მათგან კონტრდარტყმების გარეშე არ ჩაივლის. ღარიბაშვილი კი უკეთ უნდა დაუფიქრდეს, ვის გაჰქონდა და გააქვს “ნაცების” მედიასთან სუსის და შსს-ს საიდუმლო მასალები? ვითომ მხოლოდ საბანაძე-ხოჯევანიშვილს? სულ ახლახანს ვახტანგ გომელაურის სუს-იდან და შსს-დან პრემიერ-მინისტრის კარზე დაწინაურებული ყოფილი „ნაცი“-ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი და მისი „ნაც“-სადაქალო, რომელიც სხვასხვა უიწყებბეში და ასევე “პოსტივი”-ზეა მომსხდარი, დავიჯეროთ, ეჭვს არ იწვევს? ვითომ მართლა ასეთი გულუბრყვილოა ღარიბაშვილ-გომელაურის გუნდი?