ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და
ვარაუდი გამოთქვა, რომ მალე აშშ სააქართველოს ზოგიერთ მაღალი გავლენის მქონდე პერსონას სანქციებს დაუწესებს. კრამერს არ დაუსახელებია, კონკრეტულად რომელ პერსონებს გულისხმობს, ან რა ტიპის სანქციებზეა საუბარი, თუმცა მან პირდაპირ და უპირობოდ მოითხოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაპატიმრებული თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლება. მელია, სამართალდამცავებმა სასმართლოს მიერ შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის აიყვანეს. დევიდ კრამერი კი მას „პოლიტპატიმრად“ მოიხსენიებს. შეგახსენებთ, დევიდ კრამერი სწორედ ის კაცია, საქართველოში სტუმრად მყოფმა, პარლამენტის მაშინდელ ვიცე-სპიკერს, ქალბატონ ირმა ინაშვილს უხეშად რომ მიმართა და უყვირა, ხოლო ქართული მედიის წარმომადგენლებს პატარა ბავშვებივით დაუცაცხანა. ზოგადად, რატომ და რა უფლებამოსილებით ერევა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და ისიც არამოქმედი, არამედ ყოფილი – ქართული სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებში გაურკვეველია. ალბათ ესაა მისი ხედვით „დემოკრატიის მაღალი სტანდარტი“? გაუგებარია ისიც, რატომ სთხოვენ ყოფილ თანაშემწეს ქართული ტელევიზიები ამა თუ იმ მოვლენაზე, ხან ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და ხანაც პირდაპირ თეთრი სახლის სახელით კომენტარის გაკეთებას?