(ირონიუსი!) საქართველოზე გადაყოლილი, მუდამ ქართველებზე მოფიქრალი და ჩვენზე გადამკვდარი ამერიკელი სენატორი ადამ კინზინგერი კიდევ ერთხელ გადაგვყვა ზედ და ჩვენთვის მეტად სასარგებლო რჩევები მოგვცა. „ბიესინფოს“ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა მოიპოვა ადამ კინზინგერისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი, სადაც ადამი მამაშვილურად არიგებს ირაკლის და რჩევებს აძლევს. ისიც, რა თქმა უნდა თავს უქნევს და ყველაფრის შესრულებას ჰპირდება. აქ ყველაზე საყურადღებოა საქმისადმი სრულიად დემოკრატიული,გამოკვეთლად ამერიკული მიდგომა. კინზინგერი ვიღაც რუსი ლავროვივით კი არ ლაპარაკობს – ჩვენი ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ და როგორც ჩვენ გვინდა ისე გავაკეთებთ ყველაფერს და ქართველებმა ხმა არ უნდა ამოიღოთო! პირიქით, ამერიკელი სენატორი უპირატესობას
სწორედ ქართველებს, ჩვენი ხალხის ნება სურვილს ანიჭებს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შიდა პრობლემები სწორედ ქართველმა ხალხმა უინდა გადაჭრას და მოაგვაროს და არავინ სხვამ! აი, ეს არის ნაღდი ამერიკული მიდგომა და არა რუსული უხეში ჩარევა სხვა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში. ჩვენ მოგიყვანთ ციტატას თუ რა უთხრა ადამ კინზინგერმა ირაკლი კობახიძეს ტელეფონზე და დასკვნები თავად გამოიტანეთ – „ირაკლი, იცოდე, რომ თქვენი პრობლემები მხოლოდ თქვენი მოსაგვარებელია! საქართველოს შიდა პრობლემები უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, ოღონდ როგორც ჩვენ გეტყვით ისე! გასაგებია?“ – ისმის ჩანაწერში ამერიკელი სენატორის მზრუნველი ხმა. კობახიძე, რა თქმა უნდა, პასუხობს – „ყველაფერი გასაგებია, მისტერ კინზინგერ“-ო, მაგრამ კობახიძის პასუხი რომ არც დაგვეწერა, ისედაც ხომ გასაგები იყო ყველაფერი თქვენთვის ქართველო ხალხო?