თამარა ჩერგოლეიშვილი – „ბიძინა ივანიშვილი არის მხოლოდ ფული! სხვა, აბა, გონება აქვს? თუ სასიამოვნო მოსაუბრეა?“

თამარა ჩერგოლეიშვილი – „ბიძინა ივანიშვილი არის მხოლოდ ფული! სხვა, აბა, გონება აქვს? თუ სასიამოვნო მოსაუბრეა?“

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ და საკუთარი ქმრის, გიგა ბოკერიას ჩაფლავებულმა „პიარშიკმა“ თამარა ჩერგოლეიშვილმა საქართველოში რიგგარეშე არჩევნების გამართვაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქმე აქამდე აუცილებლად მივა, თუმცა მას არ აქვს „ქართული ოცნების“ ლიდერების კეთილგონიერების იმედი, მას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის თვითგადარჩენის სურვილისა და ინსტინქტის იმედი აქვს. „როდესაც საქმე შეეხება ივანიშვილის ფულს, ის აუცილებლად გაიაზრებს რომ შეიძლება ფულის გარეშე დარჩეს და უკან დაიხევს“ – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი აზრით, სანქციებზე ლაპარაკი ჯერ ცოტა ნაადრევია, მაგრამ საქმე აქამდე აუცილებლად მივა და ესაა ერთადერთი რაც შეაშინებს ივანიშვილს. „ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად შეეცდება ამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისიდან დანაკარგების გარეშე გამოვიდეს. ფინანსების გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვინ არის? არც არავინ. ჭკვიანია? გონება აქვს? ინტელექტი აქვს? სასიამოვნო მოსაუბრეა? ბევრი სიტყვა იცის? ბევრი წიგნი აქვს წაკითხული თუ რა? ერთადერთი, რაც გააჩნია, არის ფული. მის ფულს თუ შეეხები ის ყველაფერს დათმობს“ – ასე ფიქრობს თამარა ჩერგოლეიშვილი. თუმცა, ვფიქრობთ, სულ ცოტა, ჩერგოლეიშვილის მანერების ადამიანმა „სასიამოვნო მოსაუბრებოზე“ ასე თამამად არ უნდა გააკეთოს აქცენტი. „ბევრი სიტყვის ცოდნას“ რაც შეეხება, თუ წამყვანის სახეს დააკვირდით, მან აშკარად გაიფიქრა – „მაგას არც დასერჩვა ეცოდინებაო“.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *