ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში შეიყვანეს

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში შეიყვანეს

(ირონიუსი!) ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ინტერნეტში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ მიუთითებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი ლევან იოსელიანი, ამავე დარბაზში მყოფ ალეკო ელისაშვილს გარკვეული მიმართულებით და ორივენი გაოცებული სახეებით იყურებიან. ჩვენმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა როგორც კი ეს ფოტო ნახა, იმ წამს დაიწყო გამოიძება თუ ვისზე ან რაზე მიათითებს იოსელიანი და რამ გააოცა ასე ელისაშვილი. როგორც აღმოჩნდა, „მოქალაქეების“, ელისაშვილის და იოსელიანის გაოცება „გირჩს“ უკავშირდება, ანუ უჯაფარო „გირჩს“, რომელიც ეს ბოლო დღეებია პარლამენტში შესვლას ფიქრობს და ჯერაც ვერ გადაუწყვეტია.

როგორც აღმოჩნდა, პარლამენტში შესვლამდე, ვახო მეგრელიშვილმა და იაგო ხვიჩამ გადაწყვიტეს, თავიდან, უბრალოდ შეეჭყიტათ იქ. ამისათვის ისინი, რა თქმა უნდა, ჯერ კარგად დაბოლდნენ, მერე უკანა მხრიდან მიიპარნენ პარლამენტის შენობასთან, რიგ-რიგობით შეადგნენ ერთმანეთს ზურგზე და ფანჯრიდან შეიჭყიტნენ პარლამენტში. სწორედ ეს შენიშნა იოსელიანმა და ელისაშვილსაც დაანახა. ამის შემდეგ ისინი სხდომათა დარბაზიდან გავარდნენ, მივარდნენ იმ ფანჯარასთან, საიდანაც იაგო და ვახო იჭყიტებოდნენ და შესძახეს – „დაგინახეთ! დაგინახეთ! რას მაიმუნობთ, თუ შემოდიხართ, ბარემ შემოდითო!“

უცებ თვალწინ მიშა სააკაშვილის განრისხებული სახე წარმოუდგათ და სასწრაფოდ გავარდნენ გარეთ

იაგომ და ვახომ იხტიბარი არ გაიტეხეს და უპასუხეს – ეგრე პირდაპირ ხომ არ შემოვიდოიდით, აბა, ჯერ ხომ უნდა შემოგვეჭყიტა ცოტაზეო? – და დაიმორცხვეს.

ამის მერე ლევანმა და ალეკომ მათ ხელი გადახვიეს და პარლამენტში შეიყვანეს. იაგო და ვახო გაოცებულები იყვნენ – ვაიმე, ვაიმე, ნახეთ, კაცო, პარლამენტში შემოვედითო. თუმცა, უცებ თვალწინ მიშა სააკაშვილის განრისხებული სახე წარმოუდგათ და სასწრაფოდ გავარდნენ გარეთ. როგორც ჩვენი გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი გვატყობინებს, იაგომ და ვახომ ალეკოს და ლევანს თხოვეს, არავის უთხრათ, პარლამენტში რომ შემოვედითო, თან დაპირდნენ, თუ მიშასთან არ ჩაგვიშვებთ, ერთი კარგი ბულბულატორი ჩვენზე იყოსო. სხვათა შორის, ალბათ მალე ელისაშვილი და იოსელიანიც ალაპარაკდებიან ამ თემაზე, რადგან ხვიჩია და მეგრელიშვილი გადმგდებები აღმოჩნდნენ – მათ ჩვენს გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფსაც დაპირდნენ ბულბულატორი, თუკი არ დაწერდნენ ამ სტატიას, მაგრამ როგორც ხედავთ, გადააგდეს!

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *