ქართული ჟურნალისტის დედის ტიტულზე რატომღაც პრეტენზიის მქონე ინგა გრიგოლია ცდილობს მაყურებელს დაუმტკიცოს, რომ არ არის მიშისტი და შუაშისტია. ამის მტკიცების საჭიროება გრიგოლიას მართლაც აქვს, რადგან მისი და ჭუტას ტელევიზია „ტვ პირველი“ ბოლო ორიოდე წელია უკვე აგრესიული „ნაცების“ დანამატად გადაიქცნენ და მხოლოდ მედიის კი არა, ადამიანის სახეც დაკარგეს. მამუკა ხაზარაძის სტუმრობისას ეთერში, გრიგოლიამ ჯერ მას ჰკითხა – უნდა მოშორდნენ თუ არა პოლიტიკიდან მიშა და ბიძინაო და უცებ თავადვე გასცა თავის კითხვას პასუხი – კი, ჩემი აზრით უნდა მოშორდნენ, მე თავად შუაშისტი ვარ და არც ძველი მთავრობა მინდა და არც ახალიო. სხვათა შორის, ამაში მას მამუკა ხაზარაძეც აჰყვა და ორივემ ერთხმად დაუწყეს კრიტიკა მიშასაც და ბიძინასაც. ხაზარაძემ, როგორც სჩვევია ხოლმე, იმწამს დაივიწყა, რომ თავის დროზე ამ მთავრობის „მაჩალკაც“ იყო, წინასიც და იმის წინასიც. ასევე, გაუგებარია, შუაშისტ ინგა გრიგოლიას, რომელიც მუდამ ღიად აცხადებს, რომ „გირჩს“ აძლევს ხმას ყველა არჩევნებზე, რატომ ჰგონია, რომ ჯაფარიძე-ხვიჩია-მეგრელიშვილი წინა, ანუ „ნაცების“ ხელისუფლების გადმონაშთი არ არიან? მოკლედ, შეფარული „ნაცობა“ სახეზეა და რაღაც მომენტში, ხაზარაძე ვერც მალავს ამას – „სააკაშვილის დროს რაღაცეები კარგი გაკეთდა, ვერ უარვყოფთ, აი, ამათ კი, კარგი არაფერი გაუკეთებიათ“ – განაცხადა ბატონმა მევახშემ.