კალაძე რომ ენერგეტიკის მინისტრად დარჩენილიყო, რა ბედი ეწეოდა ვარლამს და საქართველოს?

კალაძე რომ ენერგეტიკის მინისტრად დარჩენილიყო, რა ბედი ეწეოდა ვარლამს და საქართველოს?

(ირონიუსი!) საზოგადოებამ არაერთგვაროვნად აღიქვა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ნამოხვანჰესის თემასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მერს ჰკითხეს აზრი დედაქალაქში მიმდინარე აქციების შესახებ, რომლის მიზანი საქართველოს ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობის შეჩერებაა. კახა კალაძემ სიამაყით განაცხადა – „მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, საქართველოში ყველაზე მეტი ჰესი აშენდა! მე რომ ენერგეტიკის მინისტრად დავრჩენილიყავი, აქამდე ნამახვანის ჰესიც აშენებული იქნებოდა!“

კალაძის ასე გამოკვეთილ თავმდაბლობას რომ თავი დავანებოთ, ექპერტები უფრო იმაზე ჩაფიქრდნენ, რა უნდოდა ამით მერს ეთქვა? რაზე მიგვანიშნა მან? ამიტომაც, ჩვენი მოცლილი კორესპონდენტი შეეცადა დაედგინა რა აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა ერმა და სახელმწიფომ იმით, რომ კახა კალაძე რამდენიმე წელია აღარ არის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი?

აი, რა დადგინდა:- კალაძე რომ ენერგეტიკის მინისტრად დარჩენილიყო, ის აუცილებლად ააშენებდა ნამოხვანჰესს. თავის მხრივ, როგორც ექსპერტთა მოუსყიდველი არმია გვეუბნება, ეს მოგვიტანდა ენერგოდამოუკიდებლობას. შესაბამისად, რუსეთიდან აღარ შემოვიტანდით ელექტროენერგიას. რადმენიმე წლის შემდეგ კი, არათუ აღარ შემოვიტანდით, არამედ გავიტანდით კიდეც გასაყიდად დენს. მთელი სამხრეთ ამერიკა მომარაგდებოდა პირდაპირ ნამოხვანჰესიდან, ეს კი გამოიწვევდა რუსეთის სრულ ფინანსურ კოლაფსს, რადგან კრემლი ვეღარ გაიტანდა უვარგის საბჭოთა ელექტროენერგიას გასაყიდად. როგორც დავადგინეთ, კრემლის ანალიტიკოსებს ეს უვარაუდიათ კიდეც და ასეთი შემთხვევითვის პუტინი მზად იყო შემოეთავაზებინა ჩვენთვის მილიონი ყუთი „პეჩენია იუბილოენნოე“ თითოეულ მეგავატ ელექტროენერგიაში. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა უარს ვეტყოდით და კიდევ უფრო დავამშევდით რუსებს! მხოლოდ ერთ ბოთლ „ბორჯომს“ გავუგზავნიდით პირადად პუტინს, რომ უფრო მწარედ ეგრძნო, რა დაკარგა მან საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებით! სამაგიეროდ, ძალიან გავახარებდით ისტორიულ ძმებს თურქებს, რომელთა დახმარებითაც კალაძე ააშენებდა ნამოხვან ჰესს – ჩვენი ძმები ოსმალები, რა თქმა უნდა ჰესს აგვიშენებდნენ, ჩაგვაბარებდნენ და არავითარ მოგებას არ მოითხოვდნენ და არავითარ პირობას არ წაგვიყენებდნენ, მაგრამ ჩვენით ვინამუსებდით მოვუფურჩხნიდით ძმურად ცოტა ელექტროენერგიას. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანიც ნაწყენია, რომ ნამოხვანჰესი ჯერ არ აშენებულა, რადგან მრავაკილომეტრიანი მანჰეტენის ხიდის ათასობით ნათურა თავის დროზე იქ სწორედ ნამახვანჰესის იმედად დაუკიდია დუაიტ ეიზენჰაურს!

რომელი უფრო მესიაა კალაძე თუ ვარლამი?

აი, ასეთი აუნაზღაურებელი ზარალი განვიცადეთ იმით, რომ ჩვენი ზე-მაგარი ადამიანი კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრი აღარ არის და ნამახვანჰესი ჯერაც არ აშენებულა!

თუმცა, ექსპერტების თქმით, გული მაინც არ უნდა გავიტეხოთ, რადგან ამ ყოგველივეს პლიუსებიც აქვს – კერძოდ, კალაძე რომ ენერგეტიკის მისნისტრად დარჩენილიყო და ნამახვანჰესი აშენებულიყო, ჩვენს ერს ვერ მოევლინებოდა ისეთი ღმერთისგან მოვლენილი მესია, როგორიცაა ვარლამ გოლეთიანი! ერს კი მესიები ძალიან სჭირდება, მოგეხსენებათ! კიდევ უფრო დიდი პლიუსი – კალაძე რო ენერგეტიკის მინისტრად დარჩენილიყო, მაშინ დედაქალაქს ვერ ეყოლებოდა ასეთი საოცარი მერი!

დარჩებოდა ერი დიადი მესიის, ხოლო დედაქალაქი საოცარი მერის გარეშე!

ჰოდა, რომელი გირჩევნიათ? ელექტროენერგიით მსოფლიოს დაპყრობა და დამორჩლება თუ ბრწყინვალე მესია და საამაყო მერი? რაღა თქმა უნდა, მათავარია მესიის გვწამდეს და მერით ვიამაყოთ, თორემ მსოფლიოს დედაც არ ავატირე? აბა რა! ჩვენ ხომ ქართველები ვართ!

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *