ნინო ლომჯარიას საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ბევრმა, შეიძლება, არც კი მიაქცია ყურადღება იმ მომენტს, როდესაც სახალხო დამცველმა გაკვრით, მაგრამ ხაზგასმით მოიხსენია მელაშვილი-ილიჩოვას საქმე. ლომჯარიას თქმით, შესაძლოა „გარეჯის საქმეში“ პლოტიკური ზეწოლის ნიშნები და პოლიტიკურიმინტერესი გამოიკვეთოს. „ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური, ან სხვა არასამართლებრივი მოტივი“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველის მიერ მმართველი ძალისადმი წამოყენებული ეს სერიოზული ბრალდება, რაც მართლმსაჯულების პოლიტიუკური მიზნებისათვის არასამართლებრივ გამოყენებას გულისხმობს, ზუსტად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ნაცების“ საფარველქვეშ გაერთიანებული „ოპოზიციის“ ნარატივებს. რამდენად მისაღებია სახალხო დამცველის ასეთი განცხადებები, მით უფრო, როცა ლომჯარიას ამ აზრის განმამტკიცებელი არც ერთი არგუმენტი არ უთქვამს, ამის შეფასება მკითხველმა თავად გააკეთოს. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა „გარეჯის საქმის“ ფიგურანტები თითქმის „პოლიტპატიმრებად“ გამოაცხადა… გარეჯი საქართველოა!