ყველაზე უცნაური, ალბათ ის არის, რომ საქართველოს ყოფილმა ლიბერალ-ლიბერასტმა პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გამოიყენა სიტყვები „ქართველობას გვართმევენ“. უცნაურია ის, რომ ადამიანები, ვისაც ამ ვიდეოში მარგველაშვილი იცავს, ამ სიტყვებს აქამდე დასაცინად უთვლიდნენ რადიკალ კონსერვატორებს. „ქართველობას გვართმევენ“ იყო ე.წ. საფირმო ფრაზა, როდესაც რადიკალ ლიბერალებს რადიკალი კონსერვატორების მასხრად აგდება სურდათ. ახლა კი, მარგველაშვილმა ეს სიტყვები სრულიად სერიოზულად გამოიყენა თავადვე, მაგრამ ასეთი საქციელის მიზანიც ნათელი გახდება და მიზეზიც, თუკი მარგველაშვილის დემაგოგიას გავაანალიზებთ. ყოფილმა „პლასტელინმა“ ლგბტ-პრაიდის საქართველოში გამართვა, არც მეტი, არც ნაკლები ვაჟა-ფშაველას ოცნებად გამოაცხადა და იქვე არ დავიწყებია სხვა ქართველი „პრაიდისტების“ – ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის და მათ თანამოაზრეთა ხსენება. რა თქმა უნდა, რეალურად არ არსებობს არავითარი საბუთი და წყარო იმის სამტკიცებლად, რომ ვაჟას, ექვთიმეს თუ ილიას ლგბტ-თემის მხარდაჭერა სადმე როდესმე გამოეხატოთ თუნდაც მინიშნებით. უბრალოდ აქ საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ დემაგოგიასთან და მიზანმიმართულ პროპაგანდასთან, ვინაიდან კონსერვატორთა მთავარი არგუმენტი აქამდე სწორედ წინაპრებზე მითითება იყო, ახლა კი, რადიკალი ლიბერალები ცდილობენ პირიქით, ისე დახატონ საქმე, თითქოს, ლგბტ-მარშების გამართვა საქართველოში, სწორედ ჩვენი ერის დიდი მამების მიზანი გახლდათ. აქვე აღსანიშნავია „წითელი ქართველების“ ხსენებაც, რომ თთქოსდა, თუკი ჩვენ ლგბტ-პროპაგანდას წინააღმდეგობას გავუწევთ, მაშინ მივიღებთ სერგო ორჯონიკიძისა და ბუდუ მდივანის საქართველოს… ეს აშკარად იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ თითქოსდა, საქართველოში ლგბტ-პრაიდის ჩაშლა ვლადიმერ პუტინის დაკვეთაა… აი, რატომ ვერ ხვდებიან „პრაიდისტები“ რომ ამით ხალხის თვალში ბუდუ მდივანს, სერგო ორჯონიკიძეს და ვლადიმერ პუტინს „აკაიტიპებენ“ – ეს მართლა გაუგებარია.