საბჭოთა „კაგებეს“ კადრების სამჭედლოდ ცნობილი მოსკოვის საერთაშორისო ურთერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ლგბტ“-პრაიდთან დაკავშირებული კომენტარისას ახსენა. ამაზე, ინაშვილმა რეაქცია საკუთარ „ფეისბუქის“ კედელზე გამოხატა და ხოშტარიას „შთამომავლობით კაგებეშნიკი“ უწოდა.
რუს სტუდენტებში „ლიაკას“ მეტსახელით ცნობილმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ე.წ. „მოძალადე ჯგუფების“ მიერ ლგბტ-პრაიდის მიმართ აგრესიის გამოხატვა იგივეა, რაც, ის რომ ირმა ინაშვილისი პარტიულ აქციაზე მივიდეს და ქვების სროლა დაუწყოს. რატომ ვერ ხედავს ქალბატონი „ლიაკა“ განხსვავებას პარტიულ აქტივობასა და პიროვნულ გარყვნილების პროპაგანდას შორის, ვერ გეტყვით. თუმცა ვეთანხმებით იმას, რომ პოლიციამ ყველას უსაფრთხოება უნდა დაიცვას. აქვე გთავაზობთ ელენე ხოშტარიას ფრაზის ამსახველ ვიდეოსა და ირმა ინაშვილის საპასუხო „ფეისბუქ პოსტს“ უცვლელად.
ირმა ინაშვილი – „წეღან ვუსმენდი. შთამომავლობით КГБ-ს აგენტი ელენე ხოშტარია მე ქვეყნის საფრთხედ მაცხადებს და თავს იწონებს,- აი, ხომ არ მივდივარ და ხომ არ ვესვრი ქვებს ინაშვილის პარტიის აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად ხომ არ ვეხებიო. თან, 5 ივლისის მარშის კონტექსტში ლაპარაობს და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა საუკეთესოდ აქვს ათვისებული საბჭოთა უშიშროების სკოლის მეთოდოლოგია, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად მოწყვეტილი თემების განზრახ მიბმას გულისხმობს.
КГБ- ს ამ ერთგულ კადრს ვინმემ გადასცეს: როდის იყო ქვებით გამოვეკიდე. მართლა მეცინება… მიწიდან ქვის აღებაზეც კი არ დავხარჯავ მისთვის ენერგიას. სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებისთვის მჭირდება.
ქვების რა გითხრათ და… ხოშტარიას მთელი პოლიტიკური გუნდი სადაც იყო გასაგზავნი, კი იცით, მაგრამ ივანიშვილმა ისე გულმოდგინედ “იღვაწა” მათ გადასარჩენად, რომ ბოლოს “ქართული ოცნება” გადააკეთა “ნაციონალურ ოცნებად”, ამიტომაც ვართ იმ “პადვალში”, სადაც ვართ.
ხოშტარიას ამ კომენტარზე ჩემი
მეგობრის ძაღლის ისტორია მახსენდება. აქვე, ვერაზე, ჩემი მეგობრის უზარმაზარ ნაგაზს მუდმივად უყეფდა და ერჩოდა მეზობლის პუდელი. გაივლიდა ჩემი მეგობრის ძაღლი, შეხედავდა გაკაპასებულ პუდელს და… მშვიდად, ყოველგვარი შეტევის გარეშე, ფეხს აწვდა და მიაფ….და. გაიარე, რა, ქალბატონო ხოშტარია, შენს წონით კატეგორიაში იჭიდავე.
P.S. დღეს ტამიშის ბრძოლის დღეა. თითქმის 30 წელი გავიდა ამ ტრაგიკული, უმძიმესი დღიდან. მე რომ ტამიშზე დუშეთის გმირულად დაცემულ ბატალიონს ვტიროდი, ხოშტარია მოსკოვის რომელ ინსტიტუტში სწავლობდა, ეტყობა, ხშირად უნდა გაახსენონ.“