ნიკა მელიას ბოლო ბრიფინგი, თან მედიის გარეშე თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საგანგებო თათბირი?

ნიკა მელიას ბოლო ბრიფინგი, თან მედიის გარეშე თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საგანგებო თათბირი?

პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ 1 ოქტომბერს, 21.00 საათზე ჩანიშნულია პარტიის თავმჯდომარის და გამოკვეთილი ლიდერის ნიკანორ მელიას ბრიფინგი. თუმცა, აქ უცნაური ისაა, რომ „ენმ“-ს სპიკერატის ცნობით, ამ ბრიფინგზე არც ერთ მედიასაშუალებასა და არც ერთ ჟურნალისტს არ დაუშვებენ. ნიკანორ მელიას 1 ოქტომბრის ბრიფინგს მხოლოდ პარტიის აქტივისტები და წევრები დაესწრებიან, ხოლო მედიას, ბრიფინგის მიმდინარეობისას ინფორმაციას „ლაივ-რეჟიმში“ მიაწვდის „ენმ“-ს პრესსამსახური. ექსპერტები გადაჭრით ვერ ამბობენ რას უნდა ნიშნავდეს ეს? „ბრიფინგი“ თავისი არსით ნიშნავს მოკლე პრესკონფერენციას, ანუ ღონისძიებას, სადაც პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მოღვაწე მოკლე განცხადებას აკეთებს, ზუსტად იმ შემთხვევაში ეწოდება „ბრიფინგი“, როდესაც მას პრესის, მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. სხვა შემთხვევაში, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ სასწრაფო და საგანგებო თათბირი გამოდის, რომელსაც ისინი „ბრიფინგად“ ნიღბავენ. ფაქტია, რომ ნიკანორ მელიას ჯერ კი

ვის გარეშე დარჩებიან “ნაცები” ძველი ბელადის თუ ახალი ბელადის?

დევ დღეს დილამდე არაფერი მსგავსი დაგეგმილი არ ჰქონია. აშკარაა, ეს ამბავი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ არასერიოზულ ვიდეორგოლებს უკავშირდება, სადაც ის ირწმუნება, რომ საქართველოში დაბრუნდა და ბათუმში იმყოფება. დადის ხმები, რომ ნიკა მელია ამ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განაცხადებს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ნიკა მელიას ჯგუფი უფრო მძლავრობს „ენმ“-ს შიდა სამზარეულოში და ისინი დღეს მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯვნის შესახებ გააკეთებენ განცხადებას. ვნახოთ, ვის გარეშე დარჩებიან „ნაცები“ – ძველი ბელადის თუ ახალი ბელადის. ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ ვალდებულები ვართ აღვნიშნოთ, რომ არის მესამე ვერსიაც, რომლიც მიხედვითაც, დღეს 21 საათზე ნიკა მელია ამ ბრიფინგზე საქართველოში ჩუმად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს გამოაჩენს. ფაქტი ერთია – მას შემდეგ, რაც დილით სააკაშვილის ხსენებული ვიდეოები სოციალურ ქსელში გამოჩნდა, ნიკა მელია ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა და არც სატელეფონო კომენტარი გაუკეთებია.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *