როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა თავად კანონის, სამართლის და სასამართლოს ფუნქციებიც შეითავსა. იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაპატიმრებით ემუქრება. „მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ, პირადად ირაკლი ღარიბაშვილი, მომავალში ციხეში ამოყოფთ თავს“ – ამბობს თაკო ჩარკვიანი და არც კი ახსენდება, რომ ვინ ამოყოფს თავს ციხეში, ამას ნორმალურ და სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლო წყვეტს და ამ თემაზე „პირობების მიცემა“, კანონისა და სამართლის ფარგლებიდან ძალიან შორს გადის. (ნახეთ ვიდეო)