გახარია-ხაზარაძე-სააკაშვილის ამერიკული მოლაპარაკებების შედეგის გავლენა არჩევნების მეორე ტურზე

გახარია-ხაზარაძე-სააკაშვილის ამერიკული მოლაპარაკებების შედეგის გავლენა არჩევნების მეორე ტურზე

რაც უფრო ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, მით უფრო იხსნება ნელ-ნელა დამალული კარტები და თუკი აქამდე გარკვეული პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა მოსაზრებებით ერთმანეთის მიმართ სიმპატიებს მალავდნენ, ახლა უკვე ღიად უჭერენ მხარს ერთმანეთს. ამ დღეებში მამუკა ხაზარაძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი პარტია გიორგი გახარიას პარტიიდან მეორე ტურში გასულ კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ვარაუდი იმისა, რომ გახარიასა და ხაზარაძის პარტიები მალე გაერთიანდება და 2024 წლის არჩევნებში, ან მოსალოდნელ რიგგარეშე არჩევნებში ისინი უკვე ერთი პოლიტიკური პარტიის სახით მიიღებენ მონაწილებას, ადრეც გამოთქვეს პოლიტიკის ექსპერტებმა. თუმცა თუ უკვე 2021 წელსვე ეს ორი პარტია ერთმანეთისადმი სიმპატიას ღიად დააფიქსირებდა, ნაკლებად იყო მოსალოდნელი. ლაპარაკობენ იმასაც, რომ

სასტუმროში ერთი ღამის შედეგი არჩევნების მეორე ტურზე

ყოველივე ეს, რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული მოლაპარაკებების შედეგია, რომელშიც გახარია-ხაზარაძესთან ერთად პირადად მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. როგორც იცით, მაშინ ამერიკის ერთ-ერთ სასტუმროში ჟურნალისტებმა მიშა სააკაშვილი და გიორგი გახარია ერთად დააფიქსირეს. მოგვიანებით, მათი მხრიდან გაკეთდა განმარტება, თითქოსდა, ამერიკაში სხვადასხვა საქმეზე იყვნენ ჩასული და ერთი და იმავე სასტუმროშიც მხოლოდ ერთი ღამით, უბრალოდ, შემთხვევით მოხვდნენ. თუმცა მედია ირწმუნებოდა, რომ გახარიამ და სააკაშვილმა სწორედ წინასაარჩევნო მოლაპარაკებები გამართეს და ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯებიც დაგეგმეს. სწორედ მაშინ, ჟურნალისტების ნაწილმა იმავე სასტუმროში პარტია „ლელოს“ წევრებიც დააფიქსირა და გამოითქვა ვარაუდი, რომ იმ მოლაპარაკეკებში პირადად მამუკა ხაზარაძეც მონაწილეობდა. თუმცა, შესაძლოა, მან საქართველოში არსებული სასამართლო დავების გამო, მოსალოდნელი გართულებების დასაზღვევად, ამერიკაში პირადად გამგზავრებას თავი აარიდა და იქ მხოლოდ თავისი წარმომადგენლები გაგზავნა. ყოველ შემთხვევში, ხაზარაძე-გახარიას გზები რომ ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს ეს ფაქტია და ისიც თვალნათელია, რომ მათი გაერთიანებული გზები, თავის მხრივ, უფრო და უფრო უახლოვდება მიხეილ სააკაშვილს.

 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *