დაჩი ცაგურია – „ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი ეკა ხერხეულიძე, მეუბნებოდა რომ საცემი ვიყავი“

დაჩი ცაგურია – „ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი ეკა ხერხეულიძე, მეუბნებოდა რომ საცემი ვიყავი“

თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან ბრძოლით და წინააღმდეგობით ცნობილი აქტივისტი დაჩი ცაგურია იმ დროს იხსენებს, როდესაც იგი ნაცემი და ძვლებდამტვრეული თბილისის პოლიციის სამმართველოს იზოლატორში იჯდა. ის განსაკუთრებული აღშფოთებით საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ცნობად სახეზე ეკა ხერხეულიძეზე. ცაგურიას თქმით, ხელხეულიძემ ის რამდენჯერმე მოოინახულა იზოლატორში და ნაცვლად იმისა, რომ თანაგრძნობა გამოეხატა, უთხრა – „შენ სამშობლოს მოღალატე ხარ და საცემი იყავი და იმიტომაც გცემესო“. არადა, იმ დროს ეკა ხერხეულიძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის

ბაჩო ახალაია გმირია და ტყუილად არავის ცემენო

მოადგილე იყო და მის უშუალო მოვალეობაში შედიოდა ადამიანების, მით უფრო, პატიმრების უფლებების დაცვა და იმის კონტროლი, რომ პოლიციას პატიმრებისთვის ფიზიკური დაზიანებები არ მიეყენებინა. „2009 წლის 15 ივნისს პოლიციაში მაწამეს. შემდეგ პირდაპირ სასამართლოს ეზოში დაუნდობლად მცემეს. ჩემთან ერთად სცემეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. შემდეგ უკვე ცემეს მამაჩემიც და და დედაჩემიც.“ – აცხადებს ცაგურია და ამბობს, რომ ეკა ხერხეულიძეს ეს პროცესი სიამოვნებდა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საპატიმროებში პოლიტიკური პატიმრების დასამცირებლად შედიოდა. ის მათ უებნებოდა, რომ ახალაია გმირია და ისინი კიდევ უფრო უარესად იყვნენ საცემები, რომ ბაჩო ტყუილად არავის სცემდა. „ახლა რას ითხოვენ ეს უფლებადამცველები, რა იყოს, თაფლი მაისის არ არის თუ წაბლის უნდოდათ და სხვა მიუტანეს?“ – ირონიულად შენიშნავს ის. შეგახსნებთ, რომ დაჩი ცაგურია უკვე რამდენიმე წელია საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *