ქართული ფარმაცევტული მაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საქართველოს პარლამენტის უკვე ხუთგზის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი შიმშილობას ვერ აიტანს. ოქრიაშვილის თმით, სააკაშვილს აქვს ისეთი აგებულება, რომ ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ნივთიერებების სწრაფი ცვლა. ამის გამო, მალე შეიძლება სააკაშვილს ფეხზე წამოდგომისას თავბრუ დაეხვეს – აცხადებს ოქრიაშვილი. მან არ ისურვა ჟურნალისტის შეკითხვაზე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ კომენტარის გაკეთება და განაცხადა, რომ იგი სრულად ეთანხმება ღარიბაშვილის მიმართ ჟურნალისტების შეფასებას, რომ ის არის ცინიკოსი. შეგახსენებთ, რომ კახა ოქრიაშვილი სამჯერ „ნაცების“ მხარდაჭერით გახდა პარლამენტის წევრი, ხოლო ორჯერ „ოცნების“. ბოლო პორტირება მან 2019 წელს განახორციელა, როცა „ოცნებიდან“ ისევ „ნაცებში“ დაბრუნდა. (იხილეთ ვიდეო)