საინტერესოა, თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრობა მოენატრა თუ კულტურის მინისტრობა მობეზრდა?

საინტერესოა, თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრობა მოენატრა თუ კულტურის მინისტრობა მობეზრდა?

თითქმის უკვე 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯერ განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება გვაცნობა

საინეტერესოა, ამქვეყანაში ამა თუ იმ სფეროს მინისტრები მხოლოდ საკუთარი კაპრიზებით რატომ ხდებიან?

და კომენდანტის საათი გამოგვიცხადა, შემდეგ კი, უკვე დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ცხინვალისკენ დაძრულ ჯარს კარნახობდა, როგორ უნდა ეწარმოებინათ სამხედრო ოპერაცია. მანამდე, საპატიმროების უფროსი დიმიტრი შაშკინი განათლების მინისტრი გახდა, ხოლო ყოფილი პროკურორი ნიკა გვარამია, რომელიც განათლების მინისტრი იყო, სასწავლებლად წავიდა უცხოეთში… როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არც ამ მიმართულებით ღალატობს „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვიდრებულ ტრადიციას და სულ ცოტა ხნის წინ, პატიმრის შესახებ განცახდებები, არც მეტი, არც ნაკლები – კულტურის მინისტრმა გააკეთა. „თეა წულუკიანის თქმით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. სახელმწიფოს მხრიდან პატიმრის მდგომარეობა კონტროლდება და ის მუდმივ შემოწმებას გადის“ – იუწყებოდა ქართული მედია. აქ რამდენიმე საინტერესო ასპექტია. პირველი, საინტერესოა, საიდან იცის თეა წულუკიანმა ასე ზუსტად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? მეორე – საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა კულტურის მინისტრმა, რომ საქართველოს ციხეებსა და საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებები აკეთოს? დაბოლოს, ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რატომ გადაწყვიტა ამას წინათ, იურისტმა, სტრასბურგის სასამართლოში ნამუშევრმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომ კულტრუის მინისტრი გამხდარიყო? ყველაზე საინტერესო ისაა, ამ ქვეყანაში რატომ არის, რომ ვისაც რისი მინისტრი უნდა, თავისი კაპრიზის მიხედვით, ხდება კიდეც? თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს… სჯობს ისევ ბიძინაობა მოგილოცოთ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *