აქვს თუ არა ზოგადად ქართულ სახელმწიფოს საქმე საიმისოდ, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი რაღაც გაურკვეველი ღირებულებულების დადაისტურ-ფუტურისტული ფესტივალების დაფინანსებაზე იხარჯებოდეს? სავარაუდოდ, ქართველი საოზოგადოების 90 პროცენტი ამ კითხვაზე „არას“ უპასუხებს. მაგრამ მერე რა? საქართველოს ახალგამომცხვარ „ყველაფერშიკ“ იურისტ კულტურის მინისტრს ფეხებზე არ ჰკიდია?! მთავარია ვინმე მოღვაწე შენი „სასტავიდან“ იყოს და საზოგადოებისთვის იმის თავსმოხვევა, რომ იგი „უდიდესი ხელოვანი“ იყო, რა პრობლემაა? არ დაგიჯერებენ და ჰა – ფეხებიც არავინ მოგჭამოს! დააწესე ვისი სახელობის პრემიაც გინდა, როცა გინდა, სადაც გინდა, მერე დაიქადნე – აბა, თუ ბიჭები ხართ, მოდით და გადამაყენეთო! – კულტურის სამინისტროც შენია, სახელმწიფო ბიუჯეტიც შენია, მთელი ქვეყანაც შენია და ყველა პარტია შენ გეკუთვნის – იგულავე ოქროოო! ძალიან ცუდია, გარდაცვლილ ადამიანზე რომ გვაიძულებენ საუბარს, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად აღარ არსებობს, საიმისოდ, რომ იურისტი კულტურის მინისტრის თავგასულობა და თავხედობა ვამხილოთ! ნახეთ ბაკურ სვანიძის ვიდეობლოგი.
