გიორგი მარგველაშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ ხმას ნიკა მელიას მისცემს – „ის ჩემთვის ნაცი კი არა ოპოზიციონერია“

გიორგი მარგველაშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ ხმას ნიკა მელიას მისცემს – „ის ჩემთვის ნაცი კი არა ოპოზიციონერია“

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად გახდა მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის თბილისის მერის არჩვენების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკანორ მელიას მისცემს ხმას. „მე არ მაქვს არჩევანი კახი კალაძესა და ნიკა მელიას შორის, მე მაქვს არჩევანი ხელისუფლებასა და ოპოზოციას შორის. ამიტომ, მე ავირჩევ ოპოზიციას“ – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვლის დაჟინებით ქართველი ხალხისთვის ძალად თავმოსხვეული ყოფილი პრეზიდენტი, ახლა სწორედ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს აძლევს ხმას, ვინც იმავე ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების ჩამორთმევის შემდეგ, საერთოდ ქვეყნიდან გაძევებით, ან სულაც დაპატიმრებითაც კი ემუქრება.

მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტის გვერდით

მარგველაშვილი პირველი ისეთი პერსონაა, რომელიც საზოგადოებამ ივანიშვილის პირადი ახირებით მიიღო და შემდეგ ივანიშვილის პირად დაუძინებელ მტრად იქცა. სადღეისოდ უკვე ასეთი რამე აღარავის უკვირს და ასეთი გაიძვერა პერსონების დაწინაურება და შემდეგ მათგან ღალატის ატანა, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების სტილად იქცა.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *