ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყნის მმართველი გუნდი სალაპარაკოს აძლევს იმ ძალას, რომელმაც 9 წლის განმავლობაში მოსახლეობას თავი ძალადობით, წამებით, მანიაკობით დაამახსოვრა. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ეს „სალაპარაკო“ძალიან ახლოს არის სიმართლესთან. მართლაც და – რა აუცილებლობას ხედავს „ქართული ოცნება“, რომ კულტურის სფერო მაინცადამაინც ძალოვანი უწყების ყოფილ პირველ პირს ჩააბაროს? „კარგი მენეჯერობა“ ყველაფრის ცოიდნას ხომ არ ნიშნავს? ვითომ, უშველის „ოცნებას“ ერთგვარი ირონიული „გაპრავებები“, რომ არ არიც აუცილებელი კულტურის მინისტრი აუცილებლად ბალერინა იყოს და გედივით დანარნარებდესო? როგორ, ან გედი უნდა იყოს ან ძალოვანი უწყების წარმომადგენელი? ნუთუ სხვა საშველი ქართულ კულტურას არ აქვს? ვიდრე ეს „ყველაფერშიკობა“ არ დასრულდება, არა გვგონია, ამ ქვეყანას რამე ეშველოს. ნახეთ ამ თემაზე ბაკურ სვანიძის ვიდეობლოგი.
