საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის მინისტრობის დროსაც მოხდა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ე.წ. „სპეცოპერაცია“, სოციალურ ქსელში სიყვარულით და სიკეთით სავსე პოსტების გამოქვეყნება დაიწყო. საუბარია სვანეთში ჩატარებულ ცნობილ „სპეცოპერაციაზე“, რომელიც არც ერთი პარამეტრით არ ჯდებოდა სპეციალური საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, რა დროსაც, სამართალდამცავების მიზანი, პირველ რიგში დანმაშავეების (თუკი ასეთები მართლაც არსებობენ) სისხლის გარეშე აყვანა და განსაკუთრებით, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლის თავიდან აცილება უნდა იყოს. აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული ასეთი ღონისძიების დროს კი, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი ბარამიძის ბრძანებით, ლამის მთელი სოფელი სამხედრო ვერტმფრენებიდან დაბობმეს, აფრასიძეების ოჯახის ორი
წევრი მოკლეს, ხოლო ოჯახში მყოფი ქალები და აფრასიძეების მეზობლები ფიზიკურად სერიოზულად დაზიანდნენ. ამჟამად, ბარამიძე ქარაგმებით ებრძვის საქართველოს საპატრიარქოს და წერს – „ეკლესია ვართ ჩვენ ყველანი ერთად. გაიმარჯვებს სიკეთე და სიყვარული“. გიორგი ბარამიძე ეკლესიას რომ არანაირად არ ჰგავს, არც გარეგნულად და არც შინაგანად, ეს ფაქტია და სხვას რას შეადარებს ბარამიძეს მკითხველი, ეს უკვე კონკრეტული ფანტაზიისა და გონების გაქანების საკითხია.