საქართველოს პირველი პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის აზრით, მის შვილს მმართველობისას არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. „თუ ვინმემ რამე უკანონოდ სამსახური დაკარგა ან რამე, მე არა მგონია ეს ჩემი შვილის მითითებით ყოფილიყო. ეს ხდებოდა ქვედა დონეზე“ – განაცხადა გიული ალასანიამ. საკუთარი შვილის მოღვაწეობას ის აფასებს როგორც „უშეცდომოს“ და ამბობს – „მე მაქვს საკმარისი განათლება მიღებული და მაქვს ანალიზის უნარი და ვამბობ, რომ ჩემ შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია“. არ ვიცით, რატომ ჰგონია ქალბატონ გიულის, რომ იმ უამრავ ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არათუ შეცდომები, არამედ დანაშაულები ჩაიდინა, არ აქვს განათლება და ანალიზის უნარი, მაგრამ ამ „ანალიზიან“ ქალბატონს, უნდა შევახსენოთ, რომ ქვეყნის პირველი პირის მთავარი მოვალეობა სწორედ „ქვედა დონეების“ კონტროლი და იმის უზრუნველყოფაა, რომ იმ „დონეებზე“ უკანონობა არ იყოს გამეფებული. თუმცა, პირადად სააკაშვილს რაც შეეხება, თბილისის ცნობილი მიტინგების დროს, 2007 წელს, როდესაც თბილისის ქუჩებში 250 ათასი ადამიანი გამოვიდა და ეს ციფრი ოფიციალურად გამოაცხადეს უცხოურმა მედიასაშუალებებმა, სააკაშვილმა ტელევიზიით, საქვეყნოდ და საჯაროდ განაცხადა – „ეგ ის განაწყენებული 250 ათასი ადამიანია, რომლებიც მე სამსახურებიდან გავყარეო!“. ფაქტია, როდესაც ამ ქალბატოს უსმენ, უკვე ხვდები ადამიანი, რატომ გაიზარდა ჩვენი „უშეცდომო“, ზუსტად ისეთ „კაცად“, როგორიც ის არის.