ეკა ბესელია ვანოს შოუში ატინგიცდა – „მე ქართული ოცნების დედა ვიყავი და ქართულ ოცნებას დედა აღარ ჰყავს“

ეკა ბესელია ვანოს შოუში ატინგიცდა – „მე ქართული ოცნების დედა ვიყავი და ქართულ ოცნებას დედა აღარ ჰყავს“

 

ბიძინა ივანიშვილის თბილი ბუდიდან გადმოფრენილთა მასიური ჩაბუდება მიხეილ სააკაშვილის არანაკლებ თბილ ბუდეში გრძელდება. ამის ყველაზე ნათელი და თან ყველაზე ამაზრზენი მაგალითი ეკა ბესელიაა. არჩევნების მეორე ტურის წინ ბესელიამ აბსოლუტურად ყველა „ნაც“-ტელევიზია მოიარა და დღე არ გავა, ხან „ტვ-პირველის“ რომელიმე პოლიტიკურ თოქ-შოუში არ ვიხილოთ, ხან „ფორმულასი“ და ხანაც კიდევ შედარებით პატარა „ნაცუშკა“ ტელევიზიების. თუმცა, მისი ამაზრზენი საქციელის დაგვირგვინება ნიკა გვარამიას ტელევიზიაში, ვანო ჯავახიშვილის შოუში სტუმრობა იყო. სტუმრობა სწორედ იმ წამყავნთან, რომელსაც, იყო დრო, ეკა ბესელია „დებილ ვანოდ“ მოიხსენიებდა, მკაცრად აპროტესტებდა მულტიპლიკაციურ სერიალ „ქერის უბანში“ საკუთარ პერსონაჟს და ლამის იყო სასამართლოშიც კი უჩივლა. ამჯერად კი, ბესელიამ ვანოსთან და ვასო ფხაკაძესთან ერთად იტინგიცა. ისიც თქვა – „მე ქართული ოცნების დედა ვიყავი და ახლა ქართულ ოცნებას დედა აღარ ჰყავსო“ – რაზეც ეკამ და ბიჭებმა ლამის ჩაფსმამდე იცინეს. ბოლოს თამუნა ლეკვეიშვილთან ერთად იმაზეც იღადავა, როგორ დასცინოდნენ მას მულტსერიალში და „ხააააალხოოოო“-ს ძახილიც ააყოლა ლეკვეიშვილს.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *