საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოულოდნელად, პირდაპირ მიშა სააკაშვილის მხარდამჭერებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს მიმართა. „როგორ შეიძლება, დღეს, საქართველოს ნებიმიერი მოქალაქე მიშას მხარს უჭერდეს? მაჩვენეთ მაშინ ვინ აძლევს ამ ადამიანს ხმას?“ – ღარიბაშვილის ეს ფრაზა, ფაქტობრივად იმის მინიშნებაა, რომ რეალურად „ნაცებს“ ხმას არავინ აძლევს, მაგრამ მათი შედეგი არჩევნებზე მაინც 30-35 პროცენტია ხოლმე… კი, მაგრამ ვინ უწერს ამ ხმებს „ნაციონალურ მოძრაობას“? ვის აქვს გავლენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე და ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში? როგორც ჩანს, ეს ირაკლი ღარიბაშვილს, აღელვების დროს ავიწყდება ხოლმე და სიმართლესთან ძალიან ახლოს მდგომ ფრაზებს წამოისვრის უნებურად… „მე მინდა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს მივმართო, ეს არის შეცდომა თქვენი მხრიდან. ეს არის დანაშაულში თანამონაწილეობა. ჩვენ მეტი უნდა ველაპარაკოთ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მათ ამომრჩეველსაც, რომ კარგად დავანახოთ სხვაობა თეთრსა და შავს შორის“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. (ნახეთ ვიდეო)