რუსთავის მეთორმეტე საპატიმრო დაწესებულებასთან მისულმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმერ პუტინზე ესაუბრა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის დაპატიმრების ოპერაციაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. სანიკიძე ფიქრობს, რომ აწიც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რტადგან რუსეთის სპეცსამსახურებისგან არანაირი პროვოკაცია და საშიში გეგმა არ არის გამორიცხული. „იცით ხომ ყველამ, რომ ვლადიმერ პუტინს ყველაზე დიდი შიში და გულისყრები მიხეილ სააკაშვილის ხსენებაზე ემართება. ეს არის პოლიტიკური დევნა და ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოყვება ამას“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. (ნახეთ ვიდეო)