ირაკლი კობახიძეს წამოსცდა, რომ „ნაცების“ დამთავრების საშუალება „ქოცებს“ რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ…

ირაკლი კობახიძეს წამოსცდა, რომ „ნაცების“ დამთავრების საშუალება „ქოცებს“ რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ…

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა და პარტია „ქართული ოცნების“ ახლანდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტურის წინ რეგიონები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაიარა. განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთხელ დამთავრებასთან და დასრულებასთან დაკავშირებით. კობახიძეს ფაქტობრივად წამოცდა, რომ „არაერთხელ იყო ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ დამთავრებულიყო ქართულ პოლიტიკურ სვრცეში“ – თუმცა, თუკი ამის საშუალება იყო, თანაც ძალიან კარგი საშუალება და თანაც ერაერთხელ, მაშინ რატომ არ დამთავრდნენ „ნაცები“? ამას ირაკლი კობახიძემ უცნაური ახსნა მოუძებნა – „ისინი ყოველი არჩევნების შემდეგ მაინც ახერხებდნენ თავის წამოყოფას“. როგორ, რანაირად და ვისი ხელშეწყობით ახერხებდნენ ამას, კობახიძეს ეს არ დაუკონკრეტებია. სამაგიეროდ, დაბეჯითებით განაცხადა, რომ ახლა არის ყველაზე კარგი შანსი „ნაციონალური“ მოძრაობის საბოლოოდ დასრულებისთვის და ეს ასეც მოხდება, თუმცა თუკი ეს ასე არ მოხდა წინა რვა შემთხვევაში, მაშინ რატომ მოხდება ეს ასე ახლა, ალბათ მხოლოდ ღმერთმა და ბიძინამ უწყის.(ნახეთ ვიდეო)

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *